ბორჯღალოსნების ფიზმომზადებაზე გერეთ ადამსონი იზრუნებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებს ახალი ფიზმომზადების მწვრთნელი, ავსტრალიელი გერეთ ადამსონი ეყოლება, რომელიც დღესდღეობით ინგლისის "ავივა პრემიერშიფში" მოასპარეზე "ჰარლიქვინზში" მუშაობს.

გერეთ ადამსონი 1972 წლის 27 მაისს დაიბადა ავსტრალიაში. რაგბის ისტვუდის პირველი დივიზიონის გუნდში თამაშობდა. 1996 წელს მიიღო ვესტერნ სიდნეის უნივერსიტეტის დიპლომი, რის შემდეგაც სამწვრთნელო საქმიანობას მიჰყო ხელი.

1997-1999 წლებში ადამსონი ვესტფილდის სპოორტული სკოის მწვრთნელია.

1999-2001 წლებში "ვორათაზის" ოცდაერთწლამდელთა გუნდს წვრთნიდა.

2001 წლიდან ადამსონი ევროპაში გადმობარგდა და ოთხი წელიწადი საფრანგეთის ელიტურ, პირველ დივიზიონში მოასპარეზე "გრენობლში" გაატარა.

2006 წლიდან ინგლისური "ჰარლიქვინზის" ფიზმომზადების მწვრთნელია. ამ კლუბმა
2008-2009 წლების სეზონში ინგლისის ჩემპიონატში მე-3 ადგილი დაიკავა.

გერეთ ადამსონი საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან მუშაობას მომავალი წლის ზაფხულიდან დაიწყებს და "ბორჯღალოსნებს" ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიო თასისთვის მოამზადებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული