მილტონ ჰეიგმა საქართველოს ნაკრები გადაახალისა

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის ნაკრები რამდენიმე დღეში ევროპის ერთა თასისთვის მზადებას დაიწყებს.

"ბორჯღალოსნები" ახალზელანდიელი მწვრთნელის, მილტონ ჰეიგის თავკაცობით პირველ მატჩს უკრაინასთან სტუმრად, 4 თებერვალს გამართავენ, 11 თებერვალს კი ასევე სტუმრად ესპანეთს შეხვდებიან.

შეკრება 30 იანვარს იწყება და მასზე 26 მორაგბეა გამოძახებულები.

ვინაიდან საქართველოს პირველი ორი მატჩი ერთა თასის ორ სუსტ წარმომადგენელთან უწევს, ნაკრები შეპირებისამებრ ბევრი ახალგაზრდა მოთამაშითაა დაკომპლექტებული, რომელთა შორის 4 ახალბედაა.

26 გამოძახებულ შორისაა: ლევან ჩილაჩავა, ალექსანდრე ტუჩაშვილი, მიხეილ ნარიაშვილი და გიორგი კალმახელიძე, რომელთაც ეროვნულ
ნაკრებში ჯერ არ უთამაშიათ.

ასევე მრავლადაა ნაკრებში თამაშის მცირე გამოცდილების მქონე მორაგბეები.

აღსანიშნავია, რომ გაფართოებულ სიაშია 2007 წლის მსოფლიოს თასის მონაწილე და ირლანდიასთან გატანილი დასამახსოვრებელი ლელოს ავტორი გიორგი შკინინი, რომელსაც ნაკრებში რამდენიმე წელი არ ეთამაშა. 2011 წელს იგი ერთ-ერთი საუკეთესო იყო "არმიაში", რომელმაც საქართველოს ჩემპიონატიც მოიგო და თასიც.

ყველაზე გამოუცდელია პირველი ხაზი. აქ გამოძახებულ ხუთ მორკინალს ჯამში ნაკრებში 10 კეპი აქვთ და არცერთი არაა ნამყოფი მსოფლიოს თასზე, ყველაზე გამოცდილი კი მესამე ხაზია, თუმც აქაც არის ერთი ახალბედა, "არმიის" ფლანკერი გიორგი კალმახელიძე.

პირველი ხაზი (1 ,2, 3):
ბექა შეყლაშვილი (აჟენი, დაბადებულია 1986 წელს, ნაკრებში 4 თამაში)
კარლენ ასეიშვილი (ორიაკი, 1987, 4)
შალვა მამუკაშვილი (არმია, 1990, 2)
მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, 1990, 0)
ლევან ჩილაჩავა (ტულონი, 1991, 0)

მეორე ხაზი (4, 5):
ლევან დათუნაშვილი (ორიაკი, 1983, 46)
გიორგი ნემსაძე (ვალანს დაჟენი, 1984, 23)
კოტე მიქაუტაძე (ტულონი, 1991, 3)

მესამე ხაზი (6, 7, 8):
გიორგი ჩხაიძე (სენ ჟუნიენი, 1981, 52)
მამუკა გორგოძე (მონპელიე, 1984, 41)
დიმიტრი ბასილაია (ვალანს დაჟენი, 1985, 19)
ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი, 1989, 12)
გივი ბერიშვილი (ლოკომოტივი, 1987, 5)
გიორგი კალმახელიძე (არმია, 1990, 0)

შერკინების ნახევარმცველები (9):
ირაკლი აბუსერიძე (ოსერი, 1977, 76)
ბიძინა სამხარაძე (არმია, 1983, 59)
გიორგი ბეგაძე (ყოჩები, 1986, 1)

მგეზავები (10):
მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟუნიენი, 1983, 56)
ლაშა მალაღურაძე (1986, 32)

ცენტრები (12, 13):
დავით კაჭარავა (ნიცა, 1985, 47)
რევაზ გიგაური (ბულონი, 1984, 34)
გიორგი ჯიმშელაძე (კლერმონი, 1990, 1)

გარემარბები და მცველები (11, 14, 15):
ირაკლი მაჩხანელი (სენტ ეტიენი, 1981, 50)
გიორგი შკინინი (არმია, 1983, 32)
ალექსანდრე თოდუა (ლელო, 1987, 28)
ალექსანდრე ტუჩაშვილი (არმია, 1987, 0)

msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
მერაბა სადაა შარიქაძე? რატო გამოგრჩათ
chorna
23:27 27-01-2012
0

სიახლეები პოპულარული