"ლომებთან" მარცხის გამო "ბორჯღალოსნებს" თითქმის ორი ქულა დააკლდათ და რეიტინგში ერთი საფეხურით დაქვეითდნენ, ჩვენმა გუნდმა ადგილი იაპონიას გაუცვალა და ახლა 69,32 ქულით კლასიფიკაციაში მე-15 ადგილზეა.
სამაგიეროდ, დიდად იხეირა ესპანეთის ნაკრებმა, რომელიც ბოლო ათი წლის განმავლობაში პირველად მოხვდა საუკეთესო ოცეულში.
ესპანელები, რომლებიც აქამდე სარეიტინგო კიბეზე 22-ე საფეხურზე იყვნენ, ჩვენთან გამარჯვების შედეგად სამი საფეხურით დაწინაურდნენ და რუსეთის ნაკრებიც უკან ჩამოიტოვეს.
IRB
1. ახალი ზელანდია - 91,43 ქულა, 2. ავსტრალია - 87,99. 3. საფრანგეთი - 84,70. 4. სამხრეთ აფრიკა - 84,34. 5. ინგლისი - 82,81. 6. უელსი - 81,15. 7. არგენტინა - 80,28. 8. ირლანდია - 79,25. 9. ტონგა - 76,63. 10. სამოა - 75,81. 11. შოტლანდია - 75,30. 12. იტალია - 73,53. 13. კანადა - 72,92. 14. იაპონია - 70,45. 15. საქართველო - 69,32. 16. ფიჯი - 68,78. 17. აშშ - 65,63. 18. რუმინეთი - 64,21. 19. ესპანეთი - 62.10. 20. რუსეთი - 61,69. 21. ნამიბია - 61,24. 22. ურუგვაი - 60,47. 23. ჩილე - 59,52. 24. პორტუგალია - 57,91.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"