"ბორჯღალოსნებს" დაღმასვლა დაეწყოთ

AutoSharing Option
ერთა თასის გათამაშებაში საქართველოს ნაკრების მარცხმა სტუმრად ესპანეთის ეროვნულ გუნდთან მსოფლიოს კლასიფიკაციის მეორე ათეულში დიდი ცვლილებები გამოიწვია.

"ლომებთან" მარცხის გამო "ბორჯღალოსნებს" თითქმის ორი ქულა დააკლდათ და რეიტინგში ერთი საფეხურით დაქვეითდნენ, ჩვენმა გუნდმა ადგილი იაპონიას გაუცვალა და ახლა 69,32 ქულით კლასიფიკაციაში მე-15 ადგილზეა.

სამაგიეროდ, დიდად იხეირა ესპანეთის ნაკრებმა, რომელიც ბოლო ათი წლის განმავლობაში პირველად მოხვდა საუკეთესო ოცეულში.

ესპანელები, რომლებიც აქამდე სარეიტინგო კიბეზე 22-ე საფეხურზე იყვნენ, ჩვენთან გამარჯვების შედეგად სამი საფეხურით დაწინაურდნენ და რუსეთის ნაკრებიც უკან ჩამოიტოვეს.

IRB
-ს რეიტინგი
1. ახალი ზელანდია - 91,43 ქულა, 2. ავსტრალია - 87,99. 3. საფრანგეთი - 84,70. 4. სამხრეთ აფრიკა - 84,34. 5. ინგლისი - 82,81. 6. უელსი - 81,15. 7. არგენტინა - 80,28. 8. ირლანდია - 79,25. 9. ტონგა - 76,63. 10. სამოა - 75,81. 11. შოტლანდია - 75,30. 12. იტალია - 73,53. 13. კანადა - 72,92. 14. იაპონია - 70,45. 15. საქართველო - 69,32. 16. ფიჯი - 68,78. 17. აშშ - 65,63. 18. რუმინეთი - 64,21. 19. ესპანეთი - 62.10. 20. რუსეთი - 61,69. 21. ნამიბია - 61,24. 22. ურუგვაი - 60,47. 23. ჩილე - 59,52. 24. პორტუგალია - 57,91.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
დევიდ აირონს
უახლოეს 10-15 წელიწადში 6 ერში ჩვენ ვერ შევალთ ეს თემა ბევრჯერ ახსნეს!! ის კომერციული ტურნირია და იტალია კარგად ითამაშებს თუ ცუდად ამას დიდი მნიშვნელობა ჩვენთვის არააქვს.ასე რომ სადაც ვართ იქ ვითამაშოთ ხეირიანად.
zaza sigu
17:51 14-02-2012
0
უკანა ხაზელები გვჭირდება ძალიან
vaja margiani
11:56 14-02-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული