მილტონ ჰეიგმა "ბორჯღალოსნები" ახალ სისტემაზე მომართა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა 23 თებერვალს დილით "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" ღია ვარჯიში გამართა. "ბორჯღალოსნები" თბილისში ორშაბათს შეიკრიბნენ და დღეში სამჯერ მეცადინეობენ.

ღია ვარჯიში ტრადიციული მოთელვით დაიწყო, რის შემდეგაც მწვრთნელებმა გუნდი ორად გაყვეს. მორკინალებმა ჯერ დერეფანში თამაშში ივარჯიშეს, შემდეგ სპეციალურ დაზგასთან გადაინაცვლეს და სტატიკურ მდგომარეობაში შერკინების დალაგება სცადეს.

ამასობაში უკანახაზელები შეტევისა და დაცვის ორგანიზებაში მეცადინეობდნენ. მერე მილტონ ჰეიგმა სავარაუდო ძირითადი შემადგენლობა დაასახელა, რომელიც ასე გამოიყურება:

15. გიორგი შკინინი, 14. ალექსანდრე თოდუა, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ირაკლი მაჩხანელი, 10. მერაბ კვირიკაშვილი,
9. გიორგი ბეგაძე. 1. ვასილ კაკოვინი, 2. რეზო ბელქანია, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. ლევან დათუნაშვილი, 5. გიორგი ჩხაიძე, 6. ვიქტორ კოლელიშვილი, 7. შალვა სუთიაშვილი, 8. მამუკა გორგოძე.

გუნდი მან დაცვის თამაშში ავარჯიშა. სათადარიგოები შეტევის მიმართულებას ხშირად ცვლიდნენ. ძირითადის მორაგბეები კი დროულად გადაწყობას ცდილობდნენ. მერე გუნდებმა როლები გაცვალეს. ახლა ძირითადი შემადგენლობა უტევდა და მოწინააღმდეგის დაცვის ხაზის გაწელვას და იქ წარმოქმნილი ცარიელი სივრცეების გამოყენებას ცდილობდა.

როგორც შემადგენლობიდან ჩანს, ფულბეკის პოზიცია, რომელიც ჩვენს გუნდში, ფაქტობრივად, ყველაზე პრობლემატურია, გიორგი შკინინს ანდეს. ის ამპლუით გარემარბია. უნდა ვივარაუდოთ, რომ შკინინი, ძირითადად, საკუთარი 22-მეტრიანი ზონიდან ბურთის ამოტანაზე იმუშავებს. საამისოდ ის საკმაოდ მოქნილიცაა და სწრაფიც.

Sportall.Geცხრა ნომრის პოზიციაზე ერთა თასის გათამაშებაში დებიუტი ექნება გიორგი ბეგაძეს. მის დუბლიორად სათადარიგოთა შორის ბიძინა სამხარაძე იქნება. მილტონ ჰეიგმა ძირთადი ცხრა ნომერი და გუნდის კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე ამჯერად დაასვენა, თუმცა მომდევნო ორ შეხვედრაში, რუმინეთისა და რუსეთის ნაკრებებთან ის ისევ ითამაშებს.

შერკინება ესპანეთთან მატჩისგან საგრძნობლად განსხვავებული იქნება. პირველ ხაზში ძირითად შემადგენლობაში ვასილ კაკოვინი, რეზო ბელქანია და დავით ქუბრიაშვილი ითამაშებენ. მესამე ხაზიდან მეორეში გადაინაცვლებს და ლევან დათუნაშვილს შეუწყვილდება გიორგი ჩხაიძე.

მთლიანად შიცვალა მესამე ხაზი. აქ მამუკა გორგოძე, ვიქტორ კოლელიშვილი და შალვა სუთიაშვილი ითამაშებენ. ნაკრებს ირაკლი აბუსერიძის არყოფნაში, სავარაუდოდ, შუამარბი დავით კაჭარავა უკაპიტნებს.

დავით კაჭარავა:"ესპანეთთან მატჩში წაგების მიზეზი ინდივიდუალური შეცდომები იყო. ახალი მწვრთნელები გვყავს და ახალ სისტემაზე უმალ გადაწყობა გაგვიჭირდა.

ამჯერად ძალიან ბევრს ვმუშაობთ, მაქსიმალურად მობილიზებულნი ვართ და ვეცდებით ქომაგები გავახაროთ".

მამუკა გორგოძე:"პორტუგალიის ნაკრებთან თამაში ყოველთვის გვიჭირდა. ჩვენთვის ტრადიციულად უხერხული მეტოქეა. ამიტომ ძალიან მძიმე ბრძოლა გვექნება.

ახალი მწვრთნელებს აქცენტი 2015 წლის მსოფლიოს თასისთვის მზადებაზე აქვთ აღებული. იმ ტაქტიკის და სათამაშო სისტემის დანერგვას ცდილობენ, რომლითაც ოთხი წლის შემდეგ მსოფლიოს რაგბის უდიდეს ფორუმზე უნდა ვითამაშოთ.

ჩვენ ყველას ძალიან მოგვწონს ეს ახალი სისტემა. შევძლებთ თუ არა მის ათვისებას და ეფექტურად გამოყენებას, ამას მომავალი გვიჩვენებს".

Sportall.Geგუნდის 22-კაციანი შემადგენლობა გააცხადა პორტუგალიის ნაკრების თავკაცმა ეროლ ბრაიანმა. "ლობუშების" რაზმში ყველაზე გამოცდილი მეორე და მესამეხაზელები არიან. გუნდში ვერ მოხვდნენ ისეთი გამოცდილი პირველხაზელები კრისტიან სპაშუკი (ბურგენი) და ჟოაო ჟუნიორი (კდული), რომ არიან.

აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელებს დაუბრუნდათ ავსტრალიელი ჯოზეფ გარდნერი, რომელმაც რუსეთის ნაკრებთან შეხვედრაში ფულბეკად ითამაშა და ამჟამად იაპონურ სარაგბო ლიგაში "ჰონდას" ღირსებას იცავს. მგეზავის პოზიციაზე კი კიდევ ერთი ნატურალიზებული ახალწვეული იანიკ რიკარდოა (კასტანე).

"ლობუშებს" ერთი დებიუტანტიც ჰყავთ, შუამარბი ფრანსისკო აპლეტონი (კდული). წლეულს პირველად გამოჩნდნენ ნაკრების შემადგენლობაში პირველხაზლები ჟოზე და კოსტა (აგრონომია), ჟოაო მატეუში (კოიმბრა) და მაიკ ტაჯერი (მასი). მესამე შეხვედრას "ლობუშების" კვართით მესამეხაზელი ლუის სოუზა (დირეიტო).

საქართველოს ნაკრები:

პირველი ხაზი: ვასილ კაკოვინი (ბრივი), დავით ქუბრიაშვილი, ლევან ჩილაჩავა (ორივე-ტულონი), რეზო ბელქანია (ლა სეინი), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), შალვა მამუკაშვილი (არმია).
მეორე ხაზი: კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი), ლევან დათუნაშვილი (ორიაკი), გიორგი ჩხაიძე (სენ ჟუნიენი).
მესამე ხაზი: შალვა სუთიაშვილი (მასი), მამუკა გორგოძე (მონპელიე), დიმიტრი ბასილაია (ვალანს დაჟენი), ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი), გიორგი კალმახელიძე, ბექა ბიწაძე (ორიივე-არმია), გივი ბერიშვილი (ლოკომოტივი).
№9 ბიძინა სამარაძე (არმია), გიორგი ბეგაძე (ბათუმი XV)
№10: მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟუნიენი), ლაშა მალაღურაძე (ვალანსი).
№12-13: მერაბ შარიქაძე (აკადემია), დავით კაჭარავა (ნიცა),
№11-14: ირაკლი მაჩხანელი (სენტ ეტიენი), ალექსანდრე თოდუა (ლელო), გიორგი შკინინი, ირაკლი ჩხიკვაძე (ორივე-არმია).
№15: ირაკლი ყიასაშვილი (ლელო), ბექა წიკლაური (გდინია).

პორტუგალიის ნაკრები
პირველი ხაზი: ჯოზე და კოსტა (აგრონომია), ჟუან მურე (სენტ ეტიენი), ჟოაო მატეუში (კოიმბრა), ჯორჟე სეგურადო (დირეიტო), მაიკ ტაჯერი (მასი)
მეორე ხაზი: დავიდ პენალვა (მონტობანი), რუი დორეი, გონსალო უვა (დირეიტო).
მესამე ხაზი: დავიდ დოს რეისი (ნიმი), ვასკო უვა, ლუის სოუზა (ორივე-დირეიტო), ჟულიენ ბარდი (კლერმონი).
№9: ფრანსისკო მაგალიაეში (კდული), პედრო ლეალი (ნიცა).
№10: იანიკ რიკარდო (კასტანე)
№12-13: კარლ მურეი, ბერნარდო სილვიერა, ფრანსისკო აპლეტონი (კდული).
№11-14: ჟოზე ლიმა (აგრონომია), ადერიტო ეშტევეში, ანტონიო აგილარი (ორივე-დირეიტო).
№15: ჯოზეფ გარდნერი (ჰონდა)

ერთა თასი 2012
სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
1.რუმინეთი 1 1 0 0 +8 4
2.ესპანეთი 1 1 0 0 +7 4
3.რუსეთი 1 1 0 0 +1 4
4.პორტუგალია 2 0 0 2 -9 2
5.საქართველო 1 0 0 1 -7 1
6.უკრაინა 0 0 0 0 0 0

ორი წლის ჯამი
სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
1.საქართველო 6 5 0 1 +126 23
2.რუმინეთი 6 4 0 2 +105 20
3.პორტუგალია 7 3 0 4 +6 16
4.რუსეთი 6 3 0 3 +3 15
5.ესპანეთი 6 3 0 3 -26 14
6.უკრაინა 5 0 0 5 -164 0

III ტური

25 თებერვალი
საქართველო-პორტუგალია, რუსეთი-რუმინეთი, უკრაინა-ესპანეთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
"შემდეგ სპეციალურ დაზგასთან გადაინაცვლეს" რა დაზგა რის დაზგა?? არ გეკადრებათ
vajiko
11:13 24-02-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული