მილტონ ჰეიგი - ექსპერიმენტებმა გაამართლა

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი პორტუგალიასთან გამართულ მატჩს (32:7) დადებითად აფასებს.

როგორც ახალზელანდიელმა მწვრთნელმა შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პორტუგალიელთა წინააღმდეგ არაერთი ექსპერიმენტი ჩატარდა, რასაც დადებითი შედეგები მოჰყვა.

მისი განცხადებით, ექსპერიმენტების ჩატარება და მოთამაშეების გამოცდა სხვადასხვა პოზიციაზე, ასევე ახალი მოთამაშებიის მოსინჯვა ეროვნულ ნაკრებში მომავალ შეხვედრებშიც გაგრძელდება.

როგორც მწვრთნელმა აღნიშნა, არც რუმინეთთან და რუსეთთან მატჩები იქნება გამონაკლისი ახალი მოთამაშეებისა და ახალი ამოცანების მხრივ.

მისი განცხადებით, სამწვრთნელო შტაბის მთავარი მიზანია, მაქსიმალურად გაფართოებული შემადგენლობა შეიკრიბოს, რომელიც მომავალი მსოფლიოს თასის
გათამაშებისთვის საქართველოს ნაკრებს გაცილებით ძლიერ გუნდად აქცევს.

საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია გადათელა - 32:7

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული