რუმინელები: საქართველოს მხოლოდ ასე თუ დავამარცხებთ!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ერთა თასის გათამაშების მორიგ ტურში 10 მარტს სტუმრად ითამაშებს რუმინეთის ეროვნულ გუნდთან.

"სტეჟარის" დროებითმა მთავარმა მწვრთნელმა ჰარი დუმიტრაშმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

რუმინელებმა თითქმის ყველა უძლიერესს უხმეს, მათ შორის - ინგლისში მოთამაშე პაულიკა იონს, რომელიც ერთა თასის წლევანდელ გათამაშებაში პირველად ითამაშებს.
გაფართოებულ განაცხადში არ არის, თუმცა შესაძლოა გუნდს დაუბრუნდეს შერკინების მესამეხაზელი ოვიდიუ ტონიცა.

"სტეჟარმა" საწვრთნელი შეკრება კვირას 18 საათზე დაიწყო.

"ასე იმიტომ მოვიქეცით, რომ მოსამზადებლად მეტი დრო გვქონოდა. საჭიროა კიდევ უფრო მეტად დავხვეწოთ შერკინებისა და უკანა ხაზის ურთიერთქმედება. ამის
გარეშე საქართველოს ნაკრების დამარცხება ძალიან გაგვიჭირდება", - თქვა ჰარი დუმიტრაშმა.

საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: ვასილ კაკოვინი, ირაკლი ნატრიაშვილი (ორივე-ბრივი), დავით ქუბრიაშვილი (ტულონი), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), რეზო ბელქანია (ლა სეინი), შალვა მამუკაშვილი (არმია), თორნიკე ლომოძე (აია)
მეორე ხაზი: გიორგი ჩხაიძე (სენ ჟუნიენი), გიორგი ნემსაძე (ვალანს დაჟენი), გელა შალამბერიძე (აია).
მესამე ხაზი: შალვა სუთიაშვილი (მასი), ბექა ბიწაძე (არმია), ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი), გივი ბერიშვილი (ლოკომოტივი), მამუკა გორგოძე (მონპელიე), დიმიტრი ბასილაია (ვალანს დაჟენი).
#9: ირაკლი აბუსერიძე (ოსერი), გიორგი ბეგაძე (ბათუმი XV), ბიძინა სამხარაძე (არმია).
#10: მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟუნიენი), ლაშა მალაღურაძე (ვალანსი).
#12-13: მერაბ შარიქაძე (გლოსტერი), დავით კაჭარავა (ნიცა), თედო ზიბზიბაძე (პერიგო),
#11-14: ირაკლი მაჩხანელი (სენტ-ეტიენი), ალექსანდრე თოდუა (ლელო), ირაკლი ჩხიკვაძე (არმია).
#15: ბექა წიკლაური (გდინია), გიორგი შკინინი (არმია).

რუმინეთის ნაკრები
შერკინება: ანდრეი ურსაკე, ანდრეი რადოი, მიჰაი მაკოვეი, (სამივე-ბაია მარე), მიჰაიტა ლაზარი, ვალენტინ ურსაკე (ორივე-ექსი), პეტრუ ტამბა, ვლად ბადალიჩესკუ, ფლავიუს დობრე, მიჰაიტა ადასკალიტეი, კოზმინ რატიუ (ყველა-დინამო), პაულიკა იონი (ლონდონ აირიში), მარიუს ტინკუ (პერპინიანი), კრისატიან პეტრე (სენტ ეტიენი), ვალენტინ პოპირლანი (ბუქარესტი), ალინ კოსტე (ბურგ ან ბრესი), ვიორელ ლუკაჩი (სტიაუა), დანიელ კარპო (ტიმიშოარა), ანდრეი გორჩიოაია (სარასენზი), ბოგდან პეტრანუ (ფარული).
უკანა ხაზი: ფლორინ სურუჯუ (ბუქარესტი), ვალენტინ კალაფეტეანუ, მადალინ ლემნარუ, (ორივე-ტიმიშოარა), დანუც დუმბრავა, ფლორინ ვლაიკუ (სტიაუა), დორინ მანოლე (ორტეზი), ჩაბა გალი, კრისტიან დინსი, გეორგ კატუნა, იონუც ნიაკსუ (ოთხივე-ბაია მარე), კონსტანტინ გეარა, ადრიან აპოსტოლი (ორივე-ფარული), კატალინ ნიკოლაე (დინამო), იულიან დუმიტრაში (ლურდი).

ერთა თასი 2012
თ მ ფ წ ბ ქ
1.რუმინეთი 2 2 0 0 +33 9
2.ესპანეთი 2 2 0 0 +42 9
3.საქართველო 2 1 0 1 +18 6
4.რუსეთი 2 1 0 1 -24 4
5.პორტუგალია 3 0 0 3 -34 2
6.უკრაინა 1 0 0 1 -35 0

ორი წლის ჯამი
თ მ ფ წ ბ ქ
1.საქართველო 7 6 0 1 +151 28
2.რუმინეთი 7 5 0 2 +130 25
3.ესპანეთი 7 4 0 3 -41 19
4.პორტუგალია 8 3 0 5 -19 16
5.რუსეთი 7 3 0 4 -22 15
6.უკრაინა 6 0 0 6 -199 0

10 მარტი
IV ტური
რუმინეთი-საქართველო
პორტუგალია-ესპანეთი
რუსეთი-უკრაინა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული