"ბორჯღალოსნები" უკვე ორი დღეა რუმინეთში იმყოფებიან და წინა დღეს ბოლო, კაპიტნის ვარჯიშიც გამართეს.
ბუქარესტში საქართველოს ნაკრების სტუმრობა უწინდელთან შედარებით უფრო ხმაურიანი გამოდგა. ინტერესი მატჩის მიმართ დიდია, რადგან "სტეჟარის" და მის ქომაგს მსოფლიოს თასზე განცდილი მარცხი ჯერაც ვერ მოუნელებიათ.
ამასთან ერთად მასპინძლები ჩვენს გუნდს უფრთხიან და მაქსიმალურად მობილიზებას ცდილობენ.
"ურთულესი მატჩი იქნება, რადგან საქართველოს ნაკრები წინსვლას განიცდის, განვითარდა. თუ
ის რუმინელთა გუნდის ვეტერანი, მრავლის მნახველი, წამყვანი მოთამაშეა და, ცხადია, დაეჯერება. მასპინძლები განსაკუთრებით უფრთხიან "ბორჯღალოსანთა" ლიდერს მამუკა გორგოძეს და იმასაც ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საფრანგეთის ელიტურ, პირველ დივიზიონში რამდენიმე ქართველი თამაშობს, რაც თავისათავად მეტყველებს გუნდის სიძლიერეზე.
ვინაიდან "სტეჟარი" რევანშის აღებას გეგმავს, მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა ჰარი დუმიტრაშმა ყველა უძლიერეს მორაგბეს უხმო. ერთადერთი ვინც ჩვენს მეტოქეს დააკლდება, მესამეხაზელი ოვიდიუ ტონიცაა, რომელიც ფრანგულმა გუნდმა "პერპინიანმა" არ გაუშვა.
სამაგიეროდ, საქართველიოს ნაკრებში სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ ითამაშებენ დავით ხინჩაგიშვილი (ბრივი), ჯაბა ბრეგვაძე (ტულუზი), ანტონ ფეიქრიშვილი (კასტრი), დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), ლევან დათუნაშვილი (ორიაკი), გიორგი მაისურაძე (ლა სეინი) და გიორგი ჟღენტი (მონპელიე).
პორტუგალიასთან მოგებული მატჩისგან განსხვავებით, "ბორჯღალოსანთა" შემადგენლობაში სამი ცვლილებაა. შერკინების პირველ ხაზში კვაჭის პოზიცია ბრიველმა ირაკლი ნატრიაშვილმა დაიკავა, რეზო ბელქანიამ (ლა სეინი) კი შესაბამისად სათადარიგოთა შორის გადაინაცვლა.
გუნდს დაუბრუნდა კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე (ოსერი), რომელიც ასევე ძირითადში ითამაშებს, გიორგი ბეგაძე (ბათუმი XV) მისი დუბლიორი იქნება. ცვლილებაა მეორეხაზშიც. ლევან დათუნაშვილის (ორიაკი) ნაცვალდ, რომელიც გუნდმა არ გამოუშვა, მილტონ ჰეიგმა გიორგი ნემსაძე იხმო. წლეულს პირველად ითამაშებს ეროვნულ გუნდში შუამარბი თედო ზიბზიბაძე, რომელიც ამჯერად სათადარიგოთა შორის იქნება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს აქამდე ერთმანეთთან სულ 15 მატჩი გაუმართავათ. აქედან "ბორჯღალოსნებმა" 7 მოიგეს და 8 წააგეს. ამრიგად, ჩვენს მორაგბეებს კარგი შანსი აქვთ ბალანსი გაათანაბრონ.
რუმინელთა გუნდი ერთადერთია ერთა თასზე, ვისთანაც ჯერჯერობით უარყოფითი ბალანსი გვაქვს.
რუმინეთი-საქართველო
საქართველო: 15. გიორგი შკინინი, 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. ირაკლი აბუსერიძე. 1. ვასილ კაკოვინი, 2. ირაკლი ნატრიაშვილი, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. გიორგი ჩხაიძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. ვიქტორ კოლელიშვილი, 8. მამუკა გორგოძე.
16. რევაზ ბელქანია, 17. მიხეილ ნარიაშვილი, 18. დიმიტრი ბასილაია, 19. გივი ბერიშვილი, 20. გიორგი ბეგაძე, 21. თედო ზიბზიბაძე, 22. ლაშა მალაღურაძე.
* * *
10 მარტსვე სოჭში რუსეთის ნაკრები უკრაინის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. ამ შესხვედრაში ერთბაშად სამი ქართველი იასპარეზებს. რუსთა უელსელმა თავკაცმა კინგსლი ჯოუნზმა აუტსაიდერთან სათამაშოდ ექსპერიმენტული შემადგენლობა გაიყვანა. შედეგად ძირითად შემადეგნლობაში მოხვდა მოსკოვის "სპარტაკის" მესამეხაზელი ვასილ კვერნაძე.
უკრაინის ნაკრების ქართველმა თავკაცმა ზაზა ლეჟავამ კი ყველა უძლიერს უკრაინელ მორაგბეს უხმო. მათ შორის არიან ქართველები, ცხრა ნომერი ზურაბ კიკაჩეიშვილი და მესამეხაზელი ჯაბა მალაღურაძე, რომელიც "ბორჯღალოსანთა" მგეზავის ლაშა მალაღურაძის ძმაა.
რუსეთი-უკრაინა
რუსეთი: 15. იური კუშნარიოვი, 14. მიხაილ ბაბაევი, 13. სერგეი ტრიშინი, 12. ალექსეი მაკოვეცკი, 11. დენის სიმპლიკევიჩი, 10. ანტონ რიაბოვი, 9. ალექსანდრ შაკიროვი. 1. ალექსეი ვოლკოვი, 2. ნაზირ გასანოვი, 3. ევგენი მატვეევი, 4. დენის ანტონოვი, 5. კირილ კულემინი, 6. არტიომ ფატახოვი, 7. პაველ კვერნაძე, 8. ანტონ სინიცინი.
16. ვლადიმირ ბოტვინიკოვი, 17. კირილ კოპეშკინი, 18. ინოკენტი ზიკოვი, 19. პაველ ბუტენკო, 20. გერმან გოდლიუკი, 21. ანდრეი ოტროკოვი, 22. ევგენი ტიტოვი.
უკრაინა: 15. ვიაჩესლავ პონომარენკო, 14. ოლეგ კოსარევი, 13. სერგეი გარკავი, 12. დენის მასიუკოვი, 11. მაქსიმ კრავჩენკო, 10. სერგეი ცერკოვნი, 9. ზურაბ კიკაჩეიშვილი. 1. ოლეგ ლიტვინენკო, 2. ნიკოლაი კირსანოვი, 3. ევგენი ჩაიკა, 4. ვიაჩესლავ კრასილნიკი, 5. ალექსანდრ ცაპენკო, 6. რუსლან რადჩუკი, 7. ალექსანდრ ლომაკინი, 8. ჯაბა მალაღურაძე.
16. ვიტალი კრამარენკო, 17. ალექსანდრ პოლიანსკი, 18. ედუარდ ვერტლიცკი, 19. დიმიტრი ფედშინი, 20. ნიკოლაი დელეგიევი, 21. სერგეი მონასტირიოვი, 22. ტარას მარჩენკო.
ერთა თასი 2012
თ მ ფ წ ბ ქ
1.რუმინეთი 2 2 0 0 +33 9
2.ესპანეთი 2 2 0 0 +42 9
3.საქართველო 2 1 0 1 +18 6
4.რუსეთი 2 1 0 1 -24 4
5.პორტუგალია 3 0 0 3 -34 2
6.უკრაინა 1 0 0 1 -35 0
ორი წლის ჯამი
თ მ ფ წ ბ ქ
1.საქართველო 7 6 0 1 +151 28
2.რუმინეთი 7 5 0 2 +130 25
3.ესპანეთი 7 4 0 3 -41 19
4.პორტუგალია 8 3 0 5 -19 16
5.რუსეთი 7 3 0 4 -22 15
6.უკრაინა 6 0 0 6 -199 0
10 მარტი. IV ტური
რუმინეთი-საქართველო
პორტუგალია-ესპანეთი
რუსეთი-უკრაინა
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"