მატჩი საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ქართველი მორაგბეებისთვის თამაში არცთუ ისე კარგად დაიწყო, თუმცა "ბორჯღალოსნებმა" შეხვედრაში გარდატეხის შეტანა შეძლეს და საბოლოოდ გამარჯვებაც მოიპოვეს.
აღსანიშნავია, რომ მატჩის მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრები კაცნაკლული დარჩა. 62-ე წუთზე ვიქტორ კოლელიშვილისა და მარიუს ტინკუს შორის ხელჩართული ბრძოლა გაიმართა. უფრო სწორად, კოლელიშვილმა ტინკუს ბრძოლა არ დააცალა და რუმინელი სამ დარტყმაში მინდორზე