რაგბის კავშირის მოწოდება გულშემატკივრებს საქართველო-რუსეთის მატჩის წინ

AutoSharing Option
17 მარტს საქართველოს ნაკრები მიხეილ მესხის სახელობის "ლოკომოტივის" სტადიონზე ერთა თასის გათამაშების მორიგი ტურის მატჩში რუსეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

"ბორჯღალოსნებმა" ამ შეხვედრისთვის მზადება ორშაბათიდან დაიწყეს.

ჩვენი გუნდის ახალზელანდიელმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა მზადების ამ ეტაპზე აქამდე განვლილის კიდევ უფრო მეტად დახვეწას და წინა შეხვედრებში თავჩენილი შეცდომების გამოსწორებას დაუთმო.

"ბორჯღალოსანთა" თავკაცმა საწვრთნელ შეკრებაზე მყოფი 28 მორაგბედან ის 22 მოთამაშე შეარჩია, რომლებიც რუსთა გუნდს დაუპირისპირდებიან. წელს პირველად ითამაშებენ ეროვნულ გუნდში ფულბეკი ირაკლი ყიასაშვილი (ლელო) და პირველხაზელი დავით ხინჩაგიშვილი (ბრივი). ყიასაშვილი ძირითად შემადგენლობაში ტრავმირებული
გიორგი შკინინის
(არმია) ადგილს დაიკავებს, ხინჩაგიშვილი კი სათადარიგოთა შორის იქნება.

რუმინელებთან მატჩში ცნობილი ინციდენტის გამო დისკვალიფიცირებული ვიქტორ კოლელიშვილის (კლერმონი) ნაცვლად გივი ბერიშვილი (ლოკომოტივი) ითამაშებს.
სათადარიგოთა შორის გადაინაცვლა მეორეხაზელმა გიორგი ნემსაძემ (ვალანს დაჟენი). მის პოზიციაზე ძირითად შემადგენლობაში ლევან დათუნაშვილი (ორიაკი) იასპარეზებს.

ჩვენი ეროვნული გუნდი ბოლო, კაპიტნის ვარჯიშს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 16 მარტს 15 საათზე გამართავს. რუსთა გუნდი კი, რომელიც 15 მარტს გვიან ღამით ერევნიდან ავტობუსით ჩამოვიდა, იმავე სტადიონზე ერთი საათით ადრე ივარჯიშებს.

რაგბის კავშირისა და ქომაგთა ერთი ჯგუფის ინიციატივით, სტადიონზე მისულ გულშემატკივრებს თეთრი და წითელი ფურცლები დახვდებათ, რომლებიც თავს ზემოთ უნდა დაიჭირონ, რაც ტრიბუნებზე მოზაიკას შექმნის.

ამასთან ერთად, საქართველოს რაგბის კავშირი მოუწოდებს ქომაგებს მეტოქის მიმართ გამოიჩინონ ჩვეული სტუმართმოყვარეობა, იყვნენ კორექტულნი და არ შეურაცხყონ ისინი, ისე, როგორც ეს რაგბის სამყაროს, მის დაუწერელ კანონებს შეესაბამება.

შეგახსენებთ, რომ მატჩი საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის 15 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრები
15. ირაკლი ყიასაშვილი, 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. ირაკლი აბუსერიძე. 1. ვასილ კაკოვინი, 2. ირაკლი ნატრიაშვილი, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. გიორგი ჩხაიძე, 5. ლევან დათუნაშვილი, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. გივი ბერიშვილი 8. მამუკა გორგოძე.
16. რეზო ბელქანია, 17. დავით ხინჩაგიშვილი, 18. გიორგი ნემსაძე, 19. დიმიტრი ბასილაია, 20. გიორგი ბეგაძე, 21. ლაშა მალაღურაძე, 22. თედო ზიბზიბაძე.

რუსეთის ნაკრები
შერკინება: დენის ანტონოვი, ვლადიმირ ბოლტენკოვი, ვლადიმირ ბოტვინიკოვი, არტიომ ფატახოვი, ანდრეი გარბუზოვი, ნაზირ გასანოვი, ვიქტორ გრესევი, კირილ კოპეშკინი, კირილ კულემინი, პაველ კვერნაძე, სტანისლავ სელსკი, ანტონ სინიცინი, მაქსიმ სტურცა, ევენი ტიტოვი, ინოკენტი ზიკოვი, ალექსეი ვოლკოვი.
უკანა ხაზი: მიხაილ ბაბაევი, პაველ ბუტენკო, დიმიტრი გერასიმოვი, გერმან გოდლიუკი, ალექსანდრ იანუშკინი, იური კუშნარიოვი, ალექსეი მაკოვეცკი, ევგენი მატვეევი, ანდრეი ოტროკოვი, ანტონ რიაბოვი, ალექსანდრ შაკიროვი, სერგეი ტრიშინი.

რუმინეთი-ესპანეთი
რუმინეთის ნაკრები
შერკინება: ანდრეი ურსაკე, ანდრეი რადონი, მიჰაი მაკოვეი (სამიცე-ბაია მარე), მიჰაიტა ლაზარი, ვალენტინ ურსაკე (ორივე-ექსი), ფლავიუს დობრე, ადრიან იონი (ორივე-დინამო), პაულიკა იონი (ლონდონ აირიში), მარიუს ტინკუ (პერპინიანი), კრისტიან პეტრე (სენტ ეტიენი), ალინ კოსტე (ბურგ ან ბრესი), დანიელ კარპო (ტიმიშოარა), ანდრეი გორჩიოაია (კასტლსარასინი).
უკანა ხაზი: ფლორინ სურუჯუ, ფლორინ ვლაიკუ (ორივე-ბუქარესტი), ვალენტინ კალაფეტეანუ, მადალინ ლემნარუ (ორივე-ტიმიშოარა), დორინ მანოლე (ორტეზი), ჩაბა გალი, კრისტიან დინისი, იონუც ნიაჩსუ (სამივე-ბაია მარე), კონსტანტინ გეარა, ადრიან აპოსტოლი (ორივე-ფარული), იულიან დუმიტრაში (ლურდი).

ესპანეთის ნაკრები
ტომ პარკერი (ორდიზია), გლენ როლსი (ვალიადოლიდი), რაიან ლერუ, კრეიგ ლაიონზი, სერხიო გერერო (სამივე-სანტაბოიანა), ხოსე კარლოსი (ვიგო), ჯო ჰატჩინსონი, ჯონათან ფიპსი (ორივე-ლა ვილა), ხესუს მორენო (ლიმოჟი), ხესუს ნუნესი (ლილი), ბენატ ეჩეპერი, მატიო ვისენსანგი (ორივე-ტიროსი), სებასტიან რუე, ხაიმე ნავა (ორივე-სენტ ეტიენი), მატიო პელუკონი (ოში), სერხი ობენალი (კლერმონი), პიერ ბელუნსე (კოლომიე), იონ ინსაუსტი (სენ ჟან და ლუზი), მანუელ გარსია (კასტრი), ანტონი პრადალი, ადრიენ აიესტარანი (ორივე-პერიგო), მატიო როსა (ორიაკი), დავიდ ბარერა (მონ დე მარსანი), სესარ სემპერე (ნორსჰემპთონი).

ერთა თასი 2012
ა თ მ ფ წ ბ ქ
1.ესპანეთი 3 2 0 1 +36 10
2.საქართველო 3 2 0 1 +24 10
3.რუმინეთი 3 2 0 1 +27 10
4.რუსეთი 3 2 0 1 -5 9
5.პორტუგალია 4 1 0 3 -28 6
6.უკრაინა 2 0 0 2 -54 0

ორი წლის ჯამი
ა თ მ ფ წ ბ ქ
1.საქართველო 8 7 0 1 +157 32
2.რუმინეთი 8 5 0 3 +124 26
3.ესპანეთი 8 4 0 4 -47 20
4.რუსეთი 8 4 0 4 -3 20
5.პორტუგალია 9 4 0 5 -13 20
6.უკრაინა 7 0 0 7 -218 0

ერთა თასი. V ტური
17 მარტი
საქართველო-რუსეთი
ესპანეთი-რუმინეთი
უკრაინა-პორტუგალია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
საქართველო - რუსეთი 46 : 0
გილოცავთ ყველას..
mimo
18:23 17-03-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული