გია ნიჟარაძის თხოვნა ქომაგს: რუსი მორაგბეები ჩვენი ბიჭების მეგობრები არიან!

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ერთა თასზე გადამწყვეტი მატჩისთვის ემზადება, რომელიც 17 მარტს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 15:00 სთ-ზე გაიმართება. ბოლო მონაცემებით, მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია.

თამაშის წინა დღეს, 16 მარტს, საქართველომაც და რუსეთმაც "მიხეილ მესხზე" ბოლო, ეგრეთ წოდებული კაპიტნის ვარჯიში გამართეს.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემ შეხვედრის წინა დღეს თხოვნით მიმართა გულშემატკივრებს, რომ მოწინააღმდეგის შეურაცხყოფისგან თავი შეიკავონ.

გია ნიჟარაძე: "მინდა ყველა გულშემატკივარს მივმართო, რომ მთელი თავისი ენერგია მოახმაროს საქართველოს ნაკრების გულშემატკივრობას.

ნუ დაგვავიწყდება, რომ რუსი მორაგბეები ქართველი მორაგბეების მეგობრები
არიან და ნუ დავარღვევთ სარაგბო ტრადიციას, ნუ დავიწყებთ მათ ლანძღვას.

ყველა გულშემატკივარს სკამზე დახვდება თეთრი ან წითელი ფერის კვადრატის ფორმის ფურცელი, რომელსაც თამაშის დაწყებამდე ორჯერ აღვმართავთ - პირველად მაშინ, როდესაც მორაგბეები თამაშის დაწყებამდე გვირაბიდან გამოჩნდებიან, ხოლო მეორედ მაშინ, როდესაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის, გურამ მოდებაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი წუთიერი დუმილი დასრულდება".
მკითხველის კომენტარები / 2 /
რასაკვირველია, არ შეიძლება სპროტსმენების შეურაცხყოფა, მაგრამ მოდი, რუსეთის ჰიმნზე ფეხზე მაინც ნუ აცდგებით. რამით მაინც გამოვხატოთ პროტესტი ამ საშინელი ქვეყნის მიმართ.
Giorgipirweli
00:15 17-03-2012
0
ეეე მეც მინდოდა თამაშს დავსწრებოდი მაგრამ ვერ ვახერხებ ... წარმატებები ქართველებო თქვენი იმედი გვაქვს მთელ საქართველოს ...
tralalala
19:18 16-03-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული