მილტონ ჰეიგი: საქართველოს ნაკრებს მეტი შეუძლია!

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები უახლოეს მომავალში თამაშის ხარისხს კიდევ უფრო გააუმჯობესებს და ყველა მეტოქისთვის გაცილებით საშიში გუნდი გახდება, - ამის შესახებ საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა რუსეთთან მოგებული მატჩის (46:0) შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მწვრთნელის განცხადებით რუსეთთან მატჩის შედეგით კმაყოფილი და ნასიამოვნებია, თუმცა თამაშის ხარისხი ბოლომდე დამაკმაყოფილებელი არ იყო.

"ჩვენ გვქონდა შეცდომები როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. ეს განსაკუთრებით პირველ ტაიმში გამოჩნდა, როდესაც რამდენიმე რეალური მომენტი გავაფუჭეთ.

ჩვენი გუნდის პოტენციალი ამოწურული არ არის. შეცდომების გათვალისწინების შემთხვევაში, თამაშს მინიმუმ 30%
-ით მოვუმატებთ", - აღნიშნა მილტონ ჰეიგმა.

საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების შეხვედრის შეფასებისას მთავარმა მწვრთნელმა ემოციურ გავლენაზეც ისაუბრა.

"ჩვენ არ გვინდოდა, რომ ემოცია მოედანზე გადაგვეტანა. ამ მხრივ განსაკუთრებით რთული შეხვედრის პირველი ნახევარი იყო, თუმცა ჩვენმა მოთამაშეებმა ემოციების შეკავება და თამაშის სათავისოდ დალაგება მოახერხეს.

ეს, პირველ რიგში, გუნდის გამოცდილი კაპიტნის, ირაკლი აბუსერიძის და გუნდის  ლიდერების, გორგოძის, მაჩხანელის, კაჭარავას და სხვების დამსახურებაა", - განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ზახილის ნიშნებით დაწერილი სტატის სათAურებს ვერ ვიტან.. ხოო რახან თქვა ვსოო რო ეტქვა არ შეგვიზლიაოო ისაც ზახილის ნიშნით უნდა დაგეწერათ ??.. რახან თქვა არ არსი აუცილებელი დავიჯეროთ დაა ეგეთი ამაყი სათაურები დაწეროთ.. მომავალი გვიჩვენებს რა შუძლია. რუსეთი და რუმნიეთის მოგებით დავირალეთ :)) ვიცი რო ვუგებთ.. აიი ძლიერი ნაკრებები გვინდაა დავამარცხოთ..
LIVE
01:22 18-03-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული