საქართველოს A ნაკრები 21 მარტს ინგლისის პირველი ლიგის გუნდ "ეიშერს" დაუპირისპირდება. ამ თამაშის შემდეგ ჩვენი გუნდი უელსში გადაინაცვლებს, სადაც 27 მარტს ადგილობრივი კლუბებისა და ოთხი დღის შემდეგ ჩრდილოეთ უელსის ნაკრებებს დაუპირისპირდება.
ლევან მაისაშვილმა ბრიტანულ ტურნეში 26 მორაგბე იახლა. ამათგან რვას წელს ერთა თასის გათამაშებაში ეროვნულ ნაკრებში უთამაშია.
აღსანიშნავია, რომ ნაკრებში ამდენივე ლეგიონერი მოხვდა. ზემოთ ჩამოთვლილთა გარდა, საქართველოს A ნაკრებში ითამაშებენ: გიორგი მენაბდიშვილი (გრენობლი), ირაკლი მირცხულავა (ტარბი), გიორგი ტყეშელიაძე, სანდრო ნიჟარაძე (ორივე-გლოსტერი) და ბექა ურჯუკაშვილი (ფიჟაკი).
გუნდის შემადგენლობაში ყველაზე ახალგაზრდა ზურაბ ძნელაძე (აია), გიგა გაგოშვილი და საბა ნიკოლავა (ორივე-არმია) არიან. ისინი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებშიც ირიცხებიან, რომელიც ივნისში ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამართ მსოფლიოს ახალგაზრდულ "ალაფაზე" იასპარეზებს.
საქართველო A:
პირველი ხაზი: შალვა მამუკაშვილი, ბექა მეკოკიშვილი (ორივე-არმია), გიორგი მენაბდიშვილი (გრენობლი), ირაკლი მირცხულავა (ტარბი), კარლენ ასეიშვილი (ორიაკი), ლევან ჩილაჩავა (ტულონი).
მეორე ხაზი: კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი), დავით ჩიტიძე (არმია), მიხეილ გაჩეჩილაძე (აკადემია).
მესამე ხაზი: გიორგი თხილაიშვილი, ლაშა თავართქილაძე, ბექა ბიწაძე (სამივე-არმია), გივი ბერიშვილი (ლოკომოტივი), გიორგი ტყეშელიაძე (გლოსტერი).
#9: გიორგი კაჭარავა (ლელო), ბიძინა სამხარაძე (არმია).
#10: გიორგი ჯიმშელაძე (არმია), ირაკლი ყიასაშვილი (ლელო).
#12-13: ირაკლი ჩხიკვაძე, გიგა გაგოშვილი (ორივე-არმია), ზურაბ ძნელაძე (აია).
#11-14: ლექსო გუგავა, ირაკლი გეგენავა (ორივე-ლელო), სანდრო ნიჟარაძე (გლოსტერი).
#15: ბექა ურჯუკაშვილი (ფიჟაკი), საბა ნიკოლავა (არმია).
21 მარტი
საქართველო A-ეიშერი
27 მარტი
საქართველო A-უელსი XV
31 მარტი
საქართველო A-ჩრ.უელსი XV
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"