მანამდე კი საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრები ორ საერთაშორისო ტურნირში იასპარეზებს, იტალიის დედაქალაქ რომსა და ესპანეთის საკურორტო ქალაქ ბენიდორმში.
ნაკრების მწვრთნელებმა კახა ალანიამ და პალიკო ჯიმშელაძემ ტურნირზე 12 მორაგბე იახლეს. ამათგან, სანდრო ნიჟარაძის გარდა, რომელიც ინგლისურ "გლოსტერში" ირიცხება, ყველა საქართველოს ჩემპიონატში ასპარეზობს.
რომში ჩვენი გუნდის მეტოქეები იქნებიან კენიის, საფრანგეთის, არგენტინის, იტალიისა და უკრაინის ნაკრებები; ასევე,
შეგახსენებთ, რომ ლიონის შვიდკაცა ტურნირის შემდეგ მომდევნო ეტაპებს მოსკოვი და დანიური ოდენსე უმასპინძლებენ. ლიონში "შვიდკაცა ბორჯღალოსნები" B ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეობას ინგლისის, ესპანეთის, შოტლანდიის, უკრაინისა და ჰოლანდიის ნაკრებებს გაუწევს.
A ჯგუფში კი პორტუგალიის, რუსეთის, საფრანგეთის, იტალიის, უელსისა და გერმანიის ნაკრებები იასპარეზებენ.
საქართველოს ნაკრები: დიმიტრი კალანდაძე, შალვა მახარაშვილი, იოსებ ცისკარიშვილი, ალექსანდრე ნიჟარაძე, ბიძინა სამხარაძე, გიორგი კალმახელიძე, ალექსანდრე ტუჩაშვილი, დავით ჩიტიძე, ირაკლი ღვინჯილია, ირაკლი ჩხიკვაძე, ირაკლი გეგენავა, ბექა ბიწაძე.
მწვრთნელები: კახა ალანია, პალიკო ჯიმშელაძე.
"ლიონამდე რომი და ბენიდორმი" (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"