2011 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაში საქართველოს ნაკრების მეტოქის, ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარტინ ჯონსონმა გამოაქვეყნა იმ მორაგბეების სია, ვინც საახალზელანდიოდ მოემზადება და მსოფლიო რაგბის უდიდეს ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
ჯონსონის მიერ შერჩეულ გუნდს პირობითად ინგლისის ელიტური ნაკრები ჰქვია. მასში 32 მორაგბეა. აქედან ახალ ზელანდიაში სათამაშოდ 30 გაემგზავრება.
როგორც მოსალოდნელი იყო, ელიტურ გუნდში ვერ მოხვდა "პომების" ყოფილი კაპიტანი, მეორეხაზელი სტივენ ბორტვიკი. მან ტრავმის გამო ნაკრების რამდენიმე შეხვედრა გამოტოვა, რაც შემადგენლობაში ადგილის დაკარგვის ფასად დაუჯდა. ბორტვიკი ამიერიდან ინგლისის A ნაკრებში ითამაშებს და ვინ
A ნაკრებში დაქვეითდნენ ასევე უგო მუნი, მეთიუ ტაიტი, ლუი დიკონი. ელიტურ გუნდში ვერ მოხვდნენ ფილ დოუსონი, კრის რობშუ, ტომი რისი, დენ სმიტი, ჩარლი ჰოჯსონი და ჯო სიმპსონი. ამათ მარტინ ჯონსონმა ჯორჯ ჩატერი, დენ კოული, პაულ დორენ-ჯოუნზი, ენდრიუ ფური, კრის ეშტონი, დევიდ სტრეტლი, მაიკ თინდოლი, დომინიკ ვოლდოუკი და ბენ იუნგზი ამჯობინა.
ბორტვიკის "დრამა" მარტინ ჯონსონმა შემდეგნაირად ახსნა:
"ეს უძნელესი გადაწყვეტილება იყო იმათ შორის, რაც ინგლისის ნაკრების მწვრთნელის რანგში მიმიღია. ბორტვიკმა ბოლო წლებში ნაკრებისთვის ბევრი სასარგებლო გააკეთა. მაგრამ, ჩვენ გვინდა, თამაშის ის ხარისხი, რაც ივნისის ტესტებისას გვქონდა, კიდევ უფრო ავამაღლოთ. ეს კი, ვფიქრობთ, იმ მორაგბეების მეშვეობით მოხდება, ვინც სამხრეთ ნახევარსფეროში გამართულ ტურნეში გვახლდა"
ინგლისის ნაკრები
შერკინება: დევიდ ეთვუდი, პაულ დორან-ჯოუნზი (გლოსტერი), ჯორჯ ჩატერი, დენ კოლი, ტომ კროფტი (სამივე-ლესტერი), ნიკ ისტერი (ჰარლიქუინზი), ენდრიუ ფური (ლიდსი), დილან ჰართლი, კორტნი ლავი (ორივე-ნორსჰემპთონი), ჯიმი ჰესკელი, ტომ პელმერი (ორივე-სტად ფრანსე), ლუის მუდი, დევიდ ვილსონი (ორივე-ბასი), ტიმ პაინი, საიმონ შოუ, ჯო ვორსლი (სამივე-ვოსფსი), ენდრიუ შერიდანი (სეილ შარქსი), სტივ ტომსონი (ლიდსი).
უკანა ხაზი: დელონ ერმითიჯი (ლონდონ აირიში), კრის ეშტონი , ბენ ფოდენი (ორივე-ნორსჰემპთონი), მეთ ბანაჰანი, შონთაი ჰაპი (ბასი), დენ კარი (ჰარლიქუინზი), მარკ კეიტო (სეილ შარქსი), ტობი ფლუდი, ბენ იუნგზი (ორივე-ლესტერ ტაიგერზი), რიკი ფლუტი, დომინიკ ვალდოკი (ორივე-ვოსფსი), ჯონი ვილკინსონი (ტულონი), მაიკ თინდოლი (გლოსტერი), დევიდ სტრიტლი (სარასენზი)