საქართველოს შვიდკაცა ნაკრებმა დანიაში სინი მოიპოვა

AutoSharing Option
მოსკოვში შერცხვენის შემდეგ საქართველოს ნაკრები 12 გუნდში XI ადგილზე გავიდა. შვიდკაცას ნაკრების თავკაცმა კახა ალანიამ ევროპის გრანპრის მე-3 ეტაპზე უფრო ძლიერი შემადგენლობა წაიყვანა.

გუნდს ამერიკული ტურნედან დაბრუნებული "ბორჯღალოსნები" დაემატნენ და შედეგიც გაცილებით უკეთესი მივიღეთ - დანიაში გუნდმა V ადგილი და სინი მოიპოვა.

ოდენსეში 16 გუნდი 4 ჯგუფად გაიყო. საქართველო C ჯგუფში რუსეთთან, უკრაინასა და ბელგიასთან მოხვდა.

პირველ მატჩში რუსეთის ნაკრებთან "მშრალად" დამარცხების შემდეგ ჩვენმა გუნდმა უკრაინას და ბელგიას მოუგო და თასისთვის ბრძოლა გააგრძელა.

სამწუხაროდ, გუშინ მეოთხედფინალში პორტუგალიის ნაკრებმა სასტიკად დაგვამარცხა
- 0:24 - და ჩვენი გუნდი მე-5 ადგილისთვის (სინისთვის) ბრძოლაში გადაერთო.

პირველი მეტოქე სინისთვის ბრძოლაში შოტლანდია იყო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებს შემცვლელები აღარ ჰყავდა ტრავმების გამო, გუნდმა მცირე სენსაცია მოახდინა და 21:19 დაამარცხა შოტლანდია.

ასე გავედით სინისთვის ფინალში ინგლისელთა პირისპირ, სადაც ასევე დავამარცხეთ მეტოქე (21:14) და სინს დავეუფლეთ.

C ჯგუფი
საქართველო-რუსეთი 0:12
საქართველო-უკრაინა 5:0
საქართველო-ბელგია 24:0

1/4-ფინალი
საქართველო-პორტუგალია 0:24

პლეი ოფი
საქართველო-შოტლანდია 21:19

მე-5 ადგილისთვის
საქართველო-ინგლისი 21:14

სინი საქართველოს! (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ძალიან კარგი სტატიაა, კიდევ დაწერეთ ასეთები
zaali
12:58 09-07-2012
0
dzalian momewona statia, uagresad swored aris aqcentebi dasmuli, grma da shinaarsiania.
zaali
12:59 09-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული