საქართველოს შვიდკაცა რაგბი: ევროპის ჩემპიონებისთვის მოგვიგია

AutoSharing Option
9 ივლისს გაუწყეთ შვიდკაცა რაგბის ეროვნული გუნდის წარმატებული გამოსვლის შესახებ.

დანიის ქალაქ ოდენსეში, ევროპის გრანპრის III ეტაპზე, საქართველოს ნაკრებმა, კახა ალანიას ხელმძღვანელობით, 16 გუნდში მე-5 ადგილი და სინი დაიმსახურა.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები თასისთვის ბრძოლას პორტუგალიამ ჩამოაცილა, როცა მეოთხედფინალში 24:0 მოუგო. ამის მერე გადავერთეთ მე-5 ადგილისთვის ბრძოლაში და ორი ბრიტანული გუნდი, შოტლანდია და ინგლისი დავამარცხეთ.

თასისთვის პლეი ოფი კი უჩვენოდ გაგრძელდა: საფრანგეთის ნაკრებმა ნახევარფინალში ესპანეთი 21:0 გაანადგურა, ხოლო პორტუგალიამ უელსს დაძაბულ ბრძოლაში 24:17 მოუგო. მე
-3 ადგილისთვის შეხვედრაში უელსელებმა დაამარცხეს იბერიელები - 21:17, ხოლო თასის ფინალში ფრანგებმა პორტუგალიელებს აჯობეს - 21:12.

მოკლედ, ოდენსეში ადგილები ასე გადანაწილდა: 1. საფრანგეთი, 2. პორტუგალია, 3. უელსი, 4. ესპანეთი, 5. საქართველო, 6. ინგლისი, 7. რუსეთი, 8. შოტლანდია, 9. იტალია, 10. ჰოლანდია, 11. გერმანია, 12. უკრაინა, 13. ბელგია, 14. რუმინეთი, 15. ლიტვა, 16. დანია. საქართველოს ნაკრებმა 6 თამაშში 11 ლელო გაიტანა და ამდენივე მიიღო, 11-დან 8-ჯერ გარდასახა.

ყველაზე მეტი ქულა ნაკრებს მერაბ შარიქაძემ და თედო ზიბზიბაძემ შესძინეს - 15-15 (სამ-სამი ლელო). 12 ქულა ლაშა ხმალაძის ანგარიშზეა (2 ლელო), ამდენივე - შალვა მახარაშვილის. თითო ლელო დადეს ბექა ბიწაძემ, გიორგი კალმახელიძემ და ალექსანდრე ნიჟარაძემ. 2 ქულაც ივანე დავითაშვილის ანგარიშზეა.

ევროპის გრანპრის სამი ეტაპის შემდეგ 50 ქულით პირველი ადგილი ინგლისმა დაიბევა, 48 ქულით მეორეზე პორტუგალია გავიდა, მესამე ადგილზე საფრანგეთია 45 ქულით. მოსკოვური ჩავარდნის გამო საქართველოს მხოლოდ 20 ქულა დაუგროვდა და მერვე ადგილზე დარჩა.

მაშ ასე, გუნდი, რომელსაც საქართველოს ნაკრებმა კვირას 21:14 მოუგო, ევროპის 2012 წლის ჩემპიონია შვიდკაცა რაგბიში!

ახლა შვიდკაცა რაგბის ნაკრები მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაერთვება. გაისად მოსკოვში მსოფლიოს თასის ფინალური ეტაპი ჩატარდება 24 გუნდით. იქ სამ ევროპულ ნაკრებს გარანტირებული აქვს ადგილი: უელსს, ინგლისს და რუსეთს.

ევროპას კიდევ 5 კვოტა აქვს გამოყოფილი. ამ ხუთი საგზურისთვის პორტუგალიურ ელგარვეში იბრძოლებს ა და ბ პულებად გაყოფილი 12 ნაკრები. ჩვენები ა პულში მოხვდნენ მასპინძელ პორტუგალიასთან, შოტლანდიასთან, გერმანიასთან, ჰოლანდიასა და ლიტვასთან ერთად.

მოკლედ, თუკი გუნდმა ოდენსეს შედეგი გაიმეორა - სინი მოიგო, ანუ მე-5 ადგილზე გავიდა - ის მსოფლიოს თასზე მოხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რაგბს არ ყირდება ესეთი შეფასებები, ერთხელ შეიძლება ყველას მოვუგოთ. ეს არ შეიძლება წარმატებად ჩაითვალოს. ასეთმა კომენტარებმა შეიძლება თვითკმაყოფილების გრძნობა გამოიწვიოს. კიდე დიდი შრომაა საჭირო...
ი.კ.
16:36 10-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული