საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრები პორტუგალიაში გაემგზავრა

AutoSharing Option
საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრები პორტუგალიის ქალაქ ელგარვეში გაემგზავრა, სადაც 2013 წელს მოსკოვში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ითამაშებს. ეს შეჯიბრება 20-22 ივლისს გაიმართება.

"შვიდკაცა ბორჯღალოსნები" აქ B ჯგუფში საფრანგეთის, გერმანიისა და ბელგიის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

ამ გუნდების გარდა, მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლების მოსაპოვებლად პორტუგალიის, უკრაინის, იტალიის, ლიტვის, ესპანეთის, შოტლანდიის, ჰოლანდიისა და რუმინეთის შვიდკაცა გუნდები იბრძოლებენ.

ჯგუფური ტურნირის შემდეგ მეოთხედფინალში ორ-ორი მოწინავე და ორი საუკეთესო მესამეადგილოსანი ითამაშებენ. მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს პირველი ხუთი გუნდი მიიღებს.

საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ერთი კვირით ადრე ჩავიდა,
რათა ადგილზე ივარჯიშოს და იქაურ კლიმატს შეეგუოს.

მწვრთნელებმა, კახა ალანიამ და პალიკო ჯიმშელაძემ, ტურნირზე საასპარეზოდ 12 მორაგბე იახლეს, რომელთაგან ხუთი საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეა. ესენია: მერაბ შარიქაძე (), ირაკლი მაჩხანელი (არმაზი), მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟუნიენი), ლაშა ხმალაძე (ლელო) და თედო ზიბზიბაძე (პერიგო).

საქართველოს ნაკრები
ბექა ბიწაძე, ლევან გოგოლაშვილი (ორივე-არმია), მერაბ შარიქაძე (), ირაკლი მაჩხანელი (არმაზი), ირაკლი ღვინჯილია (ლოკომოტივი), მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟუნიენი), ირაკლი გეგენავა, ლაშა ხმალაძე, ბაჩანა კოლელიშვილი (სამივე-ლელო), გიორგი ფრუიძე (აია), თედო ზიბზიბაძე (პერიგო), შალვა მახარაშვილი (ბათუმი XV).

A ჯგუფი: პორტუგალია, უკრაინა, იტალია, ლიტვა.
B ჯგუფი: საქართველო, საფრანგეთი, გერმანია, ბელგია.
C ჯგუფი: ესპანეთი, შოტლანდია, ჰოლანდია, რუმინეთი.

პორტუგალია მოსკოვის გზაზე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული