IRB-ის განვითარების მენეჯერი ევროპაში: საქართველოში პროგრესი აშკარაა

AutoSharing Option
5 სექტემბერს საქართველოს სამდღიანი სამუშაო ვიზიტით ესტუმრა ევროპაში IRB-ის განვითარების მენეჯერი დუგლას ლენგლი და IRB-ის ლიცენზირებული ფიზმომზადების ედუკატორი (მწვრთნელთა მწვრთნელი) გორდონ ბრიცი. ის ასევე ირლანდიურ "მანსტერში" მუშაობს ფიზმომზადების მწვრთნელად.

დუგლას ლენგლიმ საქართველოს რაგბის კავშირის შესაბამის სამსახურებთან ერთად, განიხილა IRB-ის განვითარების გრანტით გათვალისწინებული პროექტების მიმდინარეობა.

ხოლო 6 და 7 სექტემბერს მონაწილეობა მიიღო საქართველოს რაგბის კავშირისა და რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მიერ ერთობლივად ორგანიზებულ სემინარში.

სემინარს IRB-ის ლიცენზირებული ფიზმომზადების ედუკატორი, გორდონ ბრიცი უძღვებოდა და მიზნად ისახავდა საქართველოში მომუშავე ედუკატორებისთვის დამატებითი ფიზმომზადების კურსის
გავლას.

უმაღლესი ლიგის გუნდების მწვრთნელებს ჩაუტარდათ IRB-ის პირველი დონის ფიზმომზადების კურსი, რის შემდეგაც მწვრთნელებმა გაიარეს ტესტირება და მიიღეს შესაბამისი სერთიფიკატები.

დუგლას ლენგლიმ დადებითად შეაფასა როგორც განვითარების გრანტით გათვალისწინებული პროექტების შესრულების დონე, ასევე სემინარის ორგანიზაცია.

დუგლას ლენგლი, IRB-ის განვითარების მენეჯერი ევროპაში:
"უწინარესად, მინდა გითხრათ, რომ ეს ჩემი მეოთხე ვიზიტია საქართველოში და ყოველ ჩამოსვლაზე აშკარად იგრძნობა წინსვლა.

ვამოწმებ IRB-ის განვითარების გრანტით გათვალისწინებული პროექტების შესრულების მიმდინარეობას და ასევე, ჩემი ამჟამინდელი ვიზიტი მიზნად ისახავს ფიზმომზადების ედუკატორთათვის პრაქტიკული და თეორიული ტრენინგების ჩატარებას.

გასულ წლებთან შედარებით, პროგრესი აშკარად არის. იმატა მოთამაშეების, მწვრთნელებისა და მსაჯების რაოდენობამ. მრჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს რაგბის კავშირს საქმეები კარგა
დ აქვს გადანაწილებული სხვადასხვა რგოლზე, რაც დადებით შედეგს იძლევა.

ყველა ის ინფორმაცია, რაც მინდოდა, რაგბის კავშირის განვითარების ჯგუ
ფისაგან მივიღე. ასევე, კავშირის სხვადასხვა წარმომადგენელთან ერთად განვიხილეთ განვითარების ჯგუფის მუშაობა და კმაყოფილი დავრჩი. თანხები მიზანმიმართულად იხარჯება, რაც როგორც გითხარით, აისახება კიდეც მოთამაშეების, მწვრთნელებისა და მსაჯების რაოდენობის ზრდაში.

ქართველი ედუკატორები არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებშიც ატარებენ სემინარებს. თუმცა დასახვეწი კვლავ ბევრი რამ არის, მაგალითად, ქალთა რაგბი; აუცილებელია მწვრთნელებისა და მსაჯების რიცხვის კიდევ მეტად გაზრდა, უფრო მაღალ დონეზე ასვლა. მწვრთნელები და მსაჯები უნდა ქმნიდნენ მოთამაშეთა განვითარებ
ის საჭირო სისტემას.

ფიზმომზადების ედუკატორთათვის პრაქტიკული
და თეორიული ტრენინგები მიზნად ისახავს, გახადოს ქართველი ფიტნესმწვრთნელები კონკურენტუნარიანები და აიღონ შესაბამისი სერთიფიკატები. ჩავატარეთ პრაქტიკული და თეორიული სემინარები, რითიც მე და გორდონ ბრიცი კმაყოფილები ვართ. მომავალ წელს კიდევ ჩამოვალ, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ არ ვიცი."

ზურა ამონაშვილი, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი, IRB-ის მწვრთნელთა და ფიზმომზადების პირველი დონის ედუკატორი:
"სამუშაო პროცესი დატვირთული იყო. გვეძლეოდა საშინაო დავალება და მომდევნო დღე ეთმობოდა შედეგების განხილვას. თეორიულ სწავლებას ენაცვლებოდა პრაქტიკული ვარჯიშები მოედანზე და დარბაზში.

სემინარის დასრულები
ს შემდეგ ჩავაბარე გამოცდები და ავიღე სერთიფიკატი, რაც კიდევ უფრო დამეხმარება მუშაობაში. საშუალება მომეცა, უკეთ გავცნობოდი და შემესწავლა მოთამაშეების ფიზიკური მომზადების და განვითარების სქემა."

ირაკლი ჭყონია, საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრების ფიზმომზადების მწვრთნელი:
"სემინარის შემდეგ ავიღე სერთიფიკატი და გავხდი IRB-ის პირველი დონის ფიზმომზადების ედუკატორი.

ხლა შემიძლია მსგავსი სემინარები ჩავატარო და წარმატებულ მწვრთნელებს გადავცე სერთიფიკატები.

პრაქტიკული ვარჯიშების საშუალებით კიდევ უფრო ღრმად გავეცანი და ავითვისე მორაგბეთა ფიზმომზადების საკითხები."


საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული