იაპონიის ნაკრები საბრძოლველად ემზადება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ნოემბერში ორ ტესტ-მატჩს გამართავს. "ბორჯღალოსნების" პირველი მეტოქე 17 ნოემბერს იაპონიის ეროვნული გუნდი იქნება, რომელსაც შარშან ახალ ზელანდიაში გამართული მსოფლიოს თასის გათამაშების შემდეგ ავსტრალიელი ედი ჯონსი ჩაუდგა სათავეში.

ამომავალი მზის ქვეყნის შვილების თავკაცმა იმ 38 მორაგბეს სია გააცხადა, რომლებიც საწვრთნელ ბანაკში ტოკიოში შეიკრიბებიან. მოგვიანებით ედი ჯონსი საბოლოო შემადგენლობას დაასახელებს, რომლითაც საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

აღსანიშნავია, რომ გუნდში დიდი რაოდენობით მოხვდნენ "იამაჰა ძუბილოს" მოთამაშეები, რადგან ამ გუნდმა სეზონი შესანიშნავად დაიწყო და ჩემპიონატის ლიდერია. ამასთან ერთად, იაპონიის ნაკრებში ორი ლეგიონერია,
რომლებიც "ოტაგოს" შემადგენლობაში ახალი ზელანდიის ჩემპიონატში ასპარეზობენ. ესენია: შოთა ჰორი და ფუმიაკი ტანაკა. ისინი საწვრთნელი შეკრებიდან განთავისუფლებულნი არიან.

იაპონიის ნაკრები
შერკინება: იუსუკე ნაგაე, იოშიმიცუ იასუე, კენსუკე ჰატაკეიამე, ჰიროში იამაშიტა, ტაკუმა ასაჰარა, იუსუკე აოკი, შოთა ჰორიე, ჰარუკი ოტა, ჰიტოში ონო, ტოშიზუმი კიტაგავა, შინია მაკაბე, შოჯი იტო, მაიკლ ბროუდჰორსტი, მაიკლ ლიტჩი, დაიკი ჰაშიმოტო, იოშია ჰოსოდა, კოჯირო იოშიდა, ცუოში მურატა, ტაკაში კიკუტანი, რიო ჰოლანი, ჰენდრიკ ტუი.
უკანა ხაზი: ფუმიაკი ტანაკა, აცუში ჰივასა, ძენ ფუძიი, კოსეი ონო, ჰარუმიჩი ტატეკავა, იუტა იმამურა, კილრიონგ სო, აკიჰიტო იამადა, იუ ტამურა, ჯეფი იერომე, იუსუკი ჰაიაში, ტაიკი ვატანაბე, მალე საუ, ტოშიაკი ჰიროსე, კოსუკე ჰაშინო, აიუმუ გორომაუ, ატუში ტანაბე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული