უმაგა ჰეიგთან ერთად ნოემბრის ტესტების დროს იმუშავებს, თუმცა მასთან თანამშრომლობა შესაძლებელია, რომ მომავალშიც გაგრძელდეს. თბილისში ჩამოსულ უმაგას ნაკრების თავკაცი მილტონ ჰეიგი და ნაკრების მენეჯერი ლაშა ხურციძე დახვდნენ.
კერძოდ, თუ რაგბის კავშირი და ტანა უმაგა შეთანხმდებიან, მაშინ ზელანდიელი ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მსოფლიოს თასის დროსაც იქნება.
ტანა უმაგა: "საქართველოში რაგბის კავშირის მოწვევით ჩამოვედი.
ვიცნობ რამდენიმე ქართველ მორაგბეს - გია ლაბაძეს, დავით ზირაქაშვილს, დავით ქუბრიაშვილს. ზოგადად საქართველოს ნაკრებზეც მაქვს ინფორმაცია, მაქვს ნანახი მსოფლიოს თასზე ჩატარებული თამაშები.
ამ ეტაპზე ჩემი მიზანი ნაკრების ნოემბრის ტესტმატჩებში დახმარებაა. იმედი მაქვს, ერთობლივი მუშაობა შედეგს გამოიღებს და ეს თამაშები საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იქნება. შევეცდები, ჩემი ცოდნა და გამოცდილება ქართველ მორაგბეებს გავუზიარო".
მილტონ ჰეიგი: "მალე ორი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გველის და ისეთი მორაგბის და მწვრთნელის გამოცდილება, როგორიც ტანა უმაგაა, უდავოდ გამოგვადგება.
გვინდა მას ვაჩვენოთ ქართული სტუმართმოყვარეობა, სამზარეულო - უგემრიელესი კერძები. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი მას ძალიან მოეწონება.
ასევე, იმედი მაქვს, რომ მოვახერხებთ მოლაპარაკებას და ტანა უმაგა 2015 წელს მსოფლიოს თასის დროს ჩვენს სამწვრთნელო შტაბში იქნება".
msy.gov.ge
ასევე იხილეთ:
მილტონ ჰეიგს "ბორჯღალოსნების" მზადებაში მსოფლიოს ლეგენდა დაეხმარება