საქართველო-ფიჯი 19:24 - "ბორჯღალოსნებმა" წელიწადი მარცხით დაასრულეს [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნოემბრის ტესტების ბოლო შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ფიჯის ეროვნულ გუნდთან გამართა და ხუთქულიანი სხვაობით დამარცხდა (იხილეთ ვიდეო).

მოედანზე გამოსულმა სტუმართა ნაკრებმა თავისი ტრადიციული მისალმება შეასრულა, რამაც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეკრებილი მაყურებელზე შთაბეჭდილება მოახდინა (იხილეთ ვიდეო).

შეხვედრებმა ფიჯის ნაკრების იერიშით დაიწყო, რაც ჩვენი კარის წინ დანიშნული ძალზე ხელსაყრელი საჯარიმოთი დასრულდა. 3 წუთზე დარტყმა ჯონეტანი რალულუმ ზუსტად შეასრულა - 0:3.

შეხვედრაში პირველი ლელო კი 5-ე წუთზე დაფიქსირდა. ფიჯელებმა სწრაფი იერიში წამოიწყეს და მიზანს მიაღწიეს კიდეც. ლელო ილიესა
რატუამ
დაგვიდო, რალულუმ კი გარდასახვა ზუსტად დაარტყა - 0:10.

11-ე წუთზე შეტევის მარჯვენა ფრთიდან ჯარიმის დარტყმის უფლება მივიღეთ. მერაბ კვირიკაშვილმა დარტყმა ზუსტად შეასრულა - 3:10.

Sportall.Ge14 წუთზე "მეკომ" კიდევ ერთი საჯარიმო დარტყმის შესრულება ლამის მოედნის ცენტრიდან გადაწყვიტა. კვირიკაშვილი კვლავ ზუსტი აღმოჩნდა - 6:10.

მილტონ ჰეიგის შეგირდები მატჩის დებიუტში მიღებული მცირე შოკიდან გამოვიდნენ, თუმცა ფიჯელებმა კიდევ ერთი ლელო მალევე დადეს.

ჩვენს ნახევარზე შერკინებაში უხეიროდ თამაშისთვის მეტუსეილა ტალემბულამ დაგვასაჯა - ჩაუქროლა ყველას და ყველაფერს და ჩათვლის მოედნის ხაზამდე მიიტანა ბურთი, სადაც შემდეგ ვერენიკი ნგონევამ დაამიწა. რალულუმ გარდასახვა ვერ გამოიყენა - 6:15.

22 წუთზე კიდევ ერთი საჯარიმო დარტყმის უფლება და ანგარიშის მცირედით შემცირების შანსი მივიღეთ, მაგრამ მერაბ კვირიკაშვილს ამჯერად მიზანმა უმტყუნა.

ქართველი მორაგბეები გააქტიურდნენ, 28 წუთზე ქართველი მორაგბეების შეტევა ფიჯელი აპი ნაიკატინის გასინბინებით დასრულდა. 2 წუთში კი კაცნაკლული მეტოქის ჩათვლის მოედანთან რამდენიმე მეტრში შერკინებაში ვიყოჩაღეთ და დავით ხინჩაგიშვილმა საქართველოს ნაკრების პირველი ლელო მოუტანა.

მეკოს
გარდასახვა ზუსტი აღმოჩნდა - 13:15.

31 წუთისთვის სტუმართა იერიში მათ სასარგებლოდ 40 მეტრში დანიშნული Sportall.Geჯარიმით დასრულდა, რომელიც ჯონეტანი რალულუმ ვერ გამოიყენა, 3 წუთში კი საქართველოს ნაკრებმა ანგარიშში წინ გასვლა პირველად შეძლო - მორიგი სამი ქულა "ბორჯღალოსნებს" მერაბ კვირიკაშვილმა ზუსტი საჯარიმოთი მოუტანა - 16:15.

სტუმრები მალე ისევ დაწინაურდნენ. რალულუმ მორიგი რთული საჯარიმო 26 მეტრიდან კარგად დაარტყა - 16:18.

შესვენებამდე დარჩენილი დრო "ბორჯღალოსნების" იერიშებით წარიმართა, თუმცა მეტოქის ჩათვლის მოედნის ხაზთან მყოფმა ქართველმა მორაგბეებმა ლოლოს დადება ვერაფრით შეძლეს. ტაიმს წერტილი ისევ "მეკომ" დაუსვა - ხელსაყრელი საჯარიმო ზუსტად დაარტყა. შედეგად, საქართველოს ნაკრები რთული, დაძაბული და საინტერესო პირველი ტაიმს შემდეგ შესვენებაზე კარგ ხასიათზე გავიდა - 19:18.

შესვენების შემდეგ მოედანზე ქაოტური თამაში გაჩაღდა. ტაიმსი საწყის ათ წუთში ფიჯელებმა ერთი მასირებული შეტევის განხორციელება მოასწრეს, მაგრამ "ბორჯღალოსნებმა" საფრთხე განმუხტეს.

მილტონ ჰეიგმა მდგომარეობას გამოსწორება ცვლილებებით სცადა - თამაშში დავით ზირაქაშვილი, მიხეილ ნარიაშვილი,ლაშა ხმალაძე და კოტე მიქაუტაძე ჩართო, თუმცა ამან ჩვენი ნაკრების თამაშს ვერაფრით არგო. სამაგიეროდ, 67 წუთზე რალულუმ მეორე ტაიმში დანიშნული პირველივე საჯარიმოთი თავისი გუნდი წინ გაიყვანა - 19:21.

77-ე წუთზე ფიჯელებმა ხელსაყრელი პოზიციიდან ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვეს, რომელიც რალულუმ გაიტანა და თავისი გუნდი უკვე 5 ქულით დააწინაურა.

Sportall.Geსაქართველოს ნაკრებს გამარჯვების მოსაპოვებლად დარჩენილ დროში აუცილებლად ლელოს გატანა და ზუსტი გარდასახვა მართებდა.

ბოლო წუთებზე "ბორჯღალოსნები" ახლოს იყვნენ მიზანთან, მაგრამ ჩვენ მიძალებას სტუმრებმა კარგი დაცვით უპასუხეს და საბოლოოდ მატჩი მათი გამარჯვებით, ანგარიშით 19:24 დასრულდა.

ნომბრის ტესტები
24.11. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი
საქართველო-ფიჯი 19:24
საქართველო: 15. ირაკლი ყიასაშვილი, 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. ირაკლი აბუსერიძე. 1. დავით ხინჩაგიშვილი, 2. ირაკლი ნატრიაშვილი, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. ლევან დათუნაშვილი, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. ვიქტორ კოლელიშვილი, 8. მამუკა გორგოძე.
16. შალვა მამუკაშვილი, 17. მიხეილ ნარიაშვილი, 18. დავით ზირაქაშვილი, 19. ვახტანგ მაისურაძე, 20. გიორგი ბეგაძე, 21. ბექა ბიწაძე, 22. ლაშა ხმალაძე, 23. თედო ზიბზიბაძე.
მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი

ფიჯი: 15. მეტუსეილა ტალემბულა, 14. აისეა ნატონგა, 13. საულა რანდინდი, 12. ვერენიკი ნგონევა, 11. ვატისონი ვოტუ, 10. ჯონეტანი რალულუ, 9. ნიკოლა მატავალუ. 1. ჯერი იანუტავა, 2. ვილიამე ვეიკოსო, 3. სეტეფანო სომოსა, 4. ლეონე ნაკარავა, 5. აპისალომე რატუნირავა, 6. აპი ნაიკატინი, 7. მალაკაი რავულო, 8. ილიესა რატუვა.
16. ტუაპატი ტალემაი-ტონგა, 17. მანასა საულო, 18. ჯერი ნაურეურე, 19. ჯოვილი ნდომი-ლაილაი, 20. ნემანი ნანგუსა, 21. კელემენდი მბოლა, 22. სამუელა ვარა, 23. მალაკაი ვოლაუ.
მწვრთნელი: ინოკე მალე

მსაჯი: პასკალ გოზერი (საფრანგეთი)

ასევე იხილეთ:
საქართველო-იაპონია 22:25 - დავღეჭეთ, მაგრამ ვერ გადავყლაპეთ
მკითხველის კომენტარები / 9 /
dudu

თავად ფიჯელთა განცხადებით მათ 8-10 ძირითადის მოთამაშე აკლდათ ანუ ნახევარ გუნდზე მეტი,მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მთლიანად ექსპერიმენტული გუნდით იყო ჩამოსული.იმ 8-10 ფიჯელის მაგივრად იყვნენ მეორე ნომრები და ექსპერიმენტული შემადგენლობა ცოტა სხვა რამეს გულისხმობს.
NIKA
11:38 26-11-2012
0
ე ბიჭო, თქვით ვინმემ, ან ჟურნალისტმა, ან ვინმემ სადმე, რომ ამ ფიჯის ნაკრებს ირლანდიამ მეორე ნაკრები დაახვედრა 1 კვირის წინ და თამაში ტესტად არ ჩათვალა, რადგან ინგლისთან 2 კვირის წინ მაგრა წააგეს და გაირკვა, რომ ფიჯის ტურნეზე წამოუყვანია ექსპერიმენტული შემადგენლობა.
ეს ჩვენი მოთამაშეების თავდადებას და ღვაწლს კი არაფერს ავნებს, თქვით, უბრალოდ, რო ტყუილში არ ვიცხოვროთ, და მოლოდინები არ გვქონდეს მერე უაზრო.
სტადიონის ვერშევსება ტეხავს.
dudu
13:00 25-11-2012
0

სიახლეები პოპულარული