Sportall.ge-ს მომხმარებელთა 26.5%-მა მილტონ ჰეიგის ერთწლიანი მუშაობა დადებითად შეაფასა

AutoSharing Option
Sportall.ge-ს მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში - "როგორ შეაფასებდით მილტონ ჰეიგის ერთწლიან მუშაობას საქართველოს ნაკრებში?" - მონაწილეობა 313-მა ადამიანმა მიიღო.

გამოკითხვა ერთი კვირა გრძელდებოდა. გამოკითხულთა 26.5-მა პროცენტმა (83) "ბორჯღალოსნების" ახალზელანდიელი მწვრთნელის ერთწლიანი მუშაობა დადებითად შეაფასა, ხოლო 46.3 პროცენტისთვის (145) ჰეიგის გარჯა დამაკმაყოფილებელია.

20.1-მა პროცენტმა (63) კი ცუდი შეფასება მისცა. გამოკითხულთა 7 პროცენტი (22) მილტონ ჰეიგის ერთწლიან მოღვაწეობას საქართველოს ნაკრებში საშინლად აფასებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა 2012 წელს 9 შეხვედრა ჩაატარა. აქედან "ბორჯღალოსნებმა" 4 მატჩი მოიგეს და 5 წააგეს.

ასევე იხილეთ:
ქართული რაგბის
არაერთგვაროვანი, თუმცა იმედისმომცემი სეზონი
მკითხველის კომენტარები / 3 /
აქედან დასკვნა, ჰეიგი ვერ ამართლებს
koko
20:40 18-01-2013
0
ვარსკვლავებს არ წყვეტს მაგრამ ვაცადოთ უნდა, წამდაუწუმ მწვრთნელების შეცვლამ კარგი არაფერი მოგვიტანა და ვინმეს ხომ უნდა მივცეთ შანსი მართლა გააკეთოს რამე
Kuku
01:41 19-01-2013
0

სიახლეები პოპულარული