ესპანეთის მორაგბეთა ნაკრებს შერკინებაში ქართველი ჰყავს

AutoSharing Option
ერთა თასის გათამაშებაში საქართველოს ნაკრების მეტოქის, ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბრაის ბევინმა იმ მორაგბეთა სია გააცხადა, რომლებიც პირველ ორ ტურში რუსეთისა და ბელგიის ნაკრებებს სტუმრად დაუპირისპირდებიან.

აღსანიშნავია, რომ "ესპანელი ლომების" ახალზელანდიელმა მწვრთნელმა უპირატესობა ძირითადად იმ შემადგენლობას მიანიჭა, რომელმაც ნოემბრის ტესტებზე აფრიკის კონტინენტზე ვოიაჟისას, ნამიბიისა და ზიმბაბვეს ეროვნული გუნდების დამარცხება შეძლო.

ბრაის ბევინის რჩეულთა შორისაა საქართველოს ჩემპიონისა და თასის მფლობელ "არმიას" შერკინების ბურჯი დავით გურგენიძე.

ერთი საგულისხმო დეტალიც: ესპანეთის რაგბის კავშირმა გადაწყვიტა, ოვალური ბურთით თამაშის პოპულარიზაციის მიზნით ერთა თასის შეხვედრები რეგიონებში
გამართოს. ასე მაგალითად, მესამე ტურში, 23 თებერვალს "ლომები" რუმინეთის ნაკრებს ხიხონში უმასპინძლებენ.

ამასობაში საბრძოლო შემადგენლობა დაასახელა რუსთა ნაკრების უელსელმა თავკაცმა კინგსლი ჯოუნზმა. შემადგენლობაში ადგილი შეინარჩუნა სამივე ქართველმა: გრიგორი ცნობილაძემ (კრასნი იარი), ვალერი ცნობილაძემ (ენისეი) და პაველ კვერნაძემ (სპარტაკი).

სამხრეთაფრიკული შეკრების შემდეგ გუნდს დაემატნენ ვასილი არტემევი (ნორსჰემპთონი) და კირილ კულემინი (ლონდონ ველში).

ესპანეთის ნაკრები

ხავიერ დე ხუან, კორი სმითი (ორივე - სევილია), ჯეკი კარტერი, დანიელ მარონი, სესარ სემპერე (სამივე - ელ სალვადორი), ხუან ანაია (ატლეტიკო), სანტიაგო ფერნანდესი (ალკობენდასი), მეთიუ კუკი, ხავიერ კერიონი (ორივე - ლა ვილა), ხუან ტუდელა (ორდიზია), ხუან მაგუნასელაია (გერნიკა), ოიერ გარმენდია (ერნანი), მატიას ტუდელა (ტატამი), ხესუს მორენო (ლიმოჟი), ხესუს რეკუერდა (ლილი), გაუტიერ მიგუილონი (ბორდო), ლიონელ პარდო (ბეზიე), გრეგორი მარკესი, ჯო ჰატჩინსონი, ხაიმე ნავა (სამივე - ბურგ ან ბრესი), ფერნანდო ბონანი (ბაგნერე), მიქელე მუნია (ბიარიცი), დავით გურგენიძე (არმია).

რუსეთის ნაკრები
პირველი ხაზი: გრიგორი ცნობილაძე (კრასნი იარი), ალექსეი ვოლკოვი, ვლადისლავ კორშუნოვი (ორი - ვვა), ინოკენტი ზიკოვი, ევგენი პრონენკო, ვალერი ცნობილაძე (ენისეი), ანდრეი იგრესტოვი (ფილი), ანდრეი პოლივალოვი (კაზანი).
მეორე ხაზი: კირილ კულემინი (ლონდონ ველში), ალექსანდრ ვოიტოვი (ვვა), მაქსიმ კისილევი (კრასნი იარი).
მესამე ხაზი: ვიქტორ გრესევი (ვვა), ანდრეი ტემნოვი, პაველ ბუტენკო (ენისეი), ანდრეი გარბუზოვი (კრასნი იარი), პაველ კვერნაძე (სპარტაკი), არტიომ ფატახოვი (კაზანი).
#9: ალექსანდრ იანუშკინი (ვვა), ალექსეი შერბანი (ენისეი).
#10: სერგეი სუგრუბოვი (სლავა), ანტონ რიაბოვი (კრასნი იარი), სერგეი იანუშკინი (კაზანი).
#12-13: ალექსეი მაკოვეცკი (კრასნი იარი), მიხაილ ბაბაევი (ვვა), დიმიტრი გერასიმოვი (ენისეი), სერგეი ტრიშინი (ვვა).
#11-14: ვასილი არტემევი (ნორსჰემპთონი), ანდრეი ოტროკოვი (კრასნი იარი).
#15: იგორ კლუჩნიკოვი (ვვა), იგორ კურაშოვი (ენისეი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გურგენაძე არის და არა გურგენიძე
zaali
12:27 25-01-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული