საქართველოს ნაკრებმა ერთა თასი ბელგიის ძლევით დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
2 თებერვალს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ერთა თასის 2013 წლის გათამაშების პირველი მატჩი სტუმრად ბელგიის ეროვნულ გუნდთან გამართა.

ბრიუსელში გამართულ შეხვედრაში ანგარიშის გახსნა სტუმრებმა შეძლეს და 7:0 დაწინაურდნენ, რასაც მერაბ კვირიკაშვილმა მალევე ზუსტი საჯარიმოთი უპასუხა - 7:3.

პირველი ტაიმი ამ ანგარიშით დასრულდა.

მეორე ტაიმის განახლებისთანავე მასპინძლებმა ანგარიშში ათი ქულით დაწინაურება შეძლეს - 13:3.

ამან გამოაფხიზლა მილტონ ჰეიგის შეგირდები, რომლებმაც დიდი ძალებით შეუტიეს მეტოქეს და ზედიზედ რამდენიმე ეპიზოდში მამუკა გორგოძის ბრწყინვალე თამაშის ხარჯზე სხვაობის შემცირება შეძლეს. გორგოძის ლელოს "მეკომ" ზუსტი გარდასახვა
მიუმატა - 13:10.

საქართველოს ნაკრებმა ანგარიშში წინ გასვლა ლევან ჩილაჩავას ლელოს შემდეგ შეძლო. კვირიკაშვილმა არცთუ სახარბიელო პოზიციისა და ძლიერი ქარის მიუხედავად გარდასახვა ზუსტად შეასრულა - 13:17.

ამის შემდეგ ბელგიელმა მორაგბეებმა სცადეს ვითარების შეცვლა, მაგრამ მათ მცდელობას შედეგი არ მოჰყოლია. შედეგად საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა წელიწადი გამარჯვებით დაიწყო.

ერთა თასზე მომდევნო მატჩს "ბორჯღალოსნები" 9 თებერვალს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, პორტუგალიელებთან გამართავენ.
მკითხველის კომენტარები / 10 /
წარმატება არანაირად არ არის ქართველებისთვის.აი ბელგიელებისთვის საქართველოსთან 4 ქულით მარცხი მართლა დიდი წარმატებაა და ცივი შხაპი ჩვენთვის.მაგარმ ყველა ვნახავთ განმეორებით შეხვედრას ბელგიასთან და დარწმუნებული ვარ მინიმუმ 20-30 ქულის სხვაობით მოვუგებთ.
gkhabe
10:34 05-02-2013
0
sad da riti cxovribr xalxo raebs kitxulobt,

xato
20:42 03-02-2013
0

სიახლეები პოპულარული