ბრიუსელში გამართულ შეხვედრაში ანგარიშის გახსნა სტუმრებმა შეძლეს და 7:0 დაწინაურდნენ, რასაც მერაბ კვირიკაშვილმა მალევე ზუსტი საჯარიმოთი უპასუხა - 7:3.
პირველი ტაიმი ამ ანგარიშით დასრულდა.
მეორე ტაიმის განახლებისთანავე მასპინძლებმა ანგარიშში ათი ქულით დაწინაურება შეძლეს - 13:3.
ამან გამოაფხიზლა მილტონ ჰეიგის შეგირდები, რომლებმაც დიდი ძალებით შეუტიეს მეტოქეს და ზედიზედ რამდენიმე ეპიზოდში მამუკა გორგოძის ბრწყინვალე თამაშის ხარჯზე სხვაობის შემცირება შეძლეს. გორგოძის ლელოს "მეკომ" ზუსტი გარდასახვა
საქართველოს ნაკრებმა ანგარიშში წინ გასვლა ლევან ჩილაჩავას ლელოს შემდეგ შეძლო. კვირიკაშვილმა არცთუ სახარბიელო პოზიციისა და ძლიერი ქარის მიუხედავად გარდასახვა ზუსტად შეასრულა - 13:17.
ამის შემდეგ ბელგიელმა მორაგბეებმა სცადეს ვითარების შეცვლა, მაგრამ მათ მცდელობას შედეგი არ მოჰყოლია. შედეგად საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა წელიწადი გამარჯვებით დაიწყო.
ერთა თასზე მომდევნო მატჩს "ბორჯღალოსნები" 9 თებერვალს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, პორტუგალიელებთან გამართავენ.