ბელგიისა და საქართველოს ნაკრებების ხელჩართული ჩხუბი მოედანზე [VIDEO]

AutoSharing Option
2 თებერვალს ერთა თასის შეხვედრაში, სადაც ბელგიის ეროვნულმა გუნდმა საქართველოს ნაკრები მიიღო, მოედანზე ხელჩართული ჩხუბი მოხდა.

შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნებმა" მეტოქე, როგორც მათ ეძახიან "შავი ეშმაკები" ანგარიშით 17:13 დაამარცხეს და ერთა თასის გათამაშება გამარჯვებით გახსნეს.

მილტონ ჰეიგის გუნდისთვის გამარჯვება იოლი ნამდვილად არ ყოფილა. ჩვენმა მორაგბეებმა ანგარიშში დაწინაურება მხოლოდ მატჩის მეორე ტაიმში შეძლეს.

სამწუხაროდ შეხვედრას ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. "ეშმაკებმა" თამაშის დაწყებიდან მე-2 წუთზე ჩხუბი ატეხეს, თუმცა ვერც ხელჩართულ კამათში გამოვიდნენ გამარჯვებულები.

ამის შედეგად დავით ქუბრიაშვილს არბიტმა წითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან
გააძევა, მაგრამ არც მასპინძლები გადარჩნენ და მორაგბე მათაც გაუძევს.

VideoSportall.Ge
ბელგიისა და საქართველოს ნაკრებების ხელჩართული ჩხუბი მოედანზე

ასევე იხილეთ:
საქართველოს ნაკრებმა ერთა თასი ბელგიის ძლევით დაიწყო
მკითხველის კომენტარები / 6 /
კაცები არიან და საჩხუბარიც კაცურად იჩხუბეს. გენაცვალეთ ბიჭებო!
giorgi
11:18 03-02-2013
0
საგოლ ბიჩებო
mkitxveli
15:53 03-02-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული