მილტონ ჰეიგი: პორტუგალიელებთან თამაშისთვის კარგად მოვემზადეთ

AutoSharing Option
8 თებერვალს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე კაპიტნის ვარჯიში გამართა.

შეგახსენებთ, 9 თებერვალს "ბორჯღალოსნები" ევროპის ერთა თასის 2013 წლის გათამაშების მეორე მატჩს პორტუგალიის ეროვნულ გუნდთან გამართავენ.

ეროვნული ნაკრების ვარჯიშის შემდეგ კი პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ჟურნალისტების შეკითხვებს "ბორჯღალოსანთა" მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა და გუნდის ახალმა კაპიტანმა ირაკლი მაჩხანელმა უპასუხეს.

ქართველთა პრესკონფერენციამდე კი მომავალ მატჩზე პორტუგალიელთა თავკაცმა ეროლ ბრაიანმა და კაპიტანმა ჟოაო კორეიამ ისაუბრეს.

ეროლ ბრაიანი:
"საქართველო ძალიან კარგი გუნდია, რომელსაც გამოცდილი მოთამაშეები ჰყავს. ნაკრების ბირთვი ეროვნულ გუნდში დიდი ხანია,
თამაშობს. ამას ისიც ემატება, რომ თქვენი მორაგბეების უმრავლესობა საფრანგეთის ჩემპიონატის წამყვან კლუბებში გამოდის, რაც ჩვენს ამოცანას კიდევ უფრო ართულებს.

მომავალ მატჩში წინასწარ დასახული გეგმის განხორციელებას შევეცდებით და იმედი გვაქვს, რომ წარმატებას მოვიპოვებთ. შარშანდელი თამაშისგან განსხვავებით, უკეთესი მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ, კარგი სელექცია გვქონდა და უფრო გამოცდილებიც გავხდით. ეს ყველაფერი კი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს".

ჟოაო კორეია:
"შევეცდებით, გაშლილი თამაში ვითამაშოთ, შევუტიოთ და ბურთი დიდხანს ვაკონტროლოთ. მეტოქე ძლიერია, თუმცა გამარჯვებისთვის არაფერს დავიშურებთ და იმედია, სასურველ შედეგს მივაღწევთ".

მილტონ ჰეიგი:
"პორტუგალიასთან თამაშისთვის კარგად მოვემზადეთ. მეტოქეს პრობლემების შექმნა შეუძლია, ამიტომ ბოლომდე კონცენტრირებულებმა უნდა ვითამაშოთ.

გასულ წელს პორტუგალია დიდი ანგარიშით კი დავამარცხეთ, მაგრამ მეტოქე რეალურად მხოლოდ მატჩის დასკვნით ნაწილში გავტეხეთ.

ირაკლი მაჩხანელი ნაკრების კაპიტნად რამდენიმე მიზეზის გამო დავნიშნეთ - გამოცდილია, კარგად ესმის ახალი თამაშის სტილი, რომელსაც ვგეგმავთ და საქართველოში თამაშობს. ანუ შემიძლია მუდმივი კონტაქტი მქონდეს ნაკრების კაპიტანთან და ვისაუბრო სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე".

ირაკლი მაჩხანელი:
"მიხარია, რომ ნაკრების კაპიტნობა მანდეს. თან ეს ყველაფერი ნაკრებში ჩემს მე-60 თამაშს დაემთხვა. უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ და შევეცდები გამარჯვებაში ჩემი წვლილი შევიტანო.

პორტუგალია, ტრადიციულად, უხერხული მეტოქეა. მით უმეტეს, ჩვენთან ყველა ნაკრები უდიდესი შემართებით თამაშობს. ასე რომ, რთული მატჩი გველის, თუმცა ეს არ გვაშინებს, აუცილებლად უნდა მოვიგოთ".


msy.gov.ge

ასევე იხილეთ:
საქართველო VS პორტუგალია - შევებათ ლობუშებს!
ბელგია-საქართველო 13:17 - რიხით დაწყება არ გამოვიდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული