"ბორჯღალოსნებისთვის" "ეროვნულისა" და "მესხის" დათმობაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

AutoSharing Option
14 თებერვალს ჩვენს ვებგვერდზე რაგბის გულშემატკივრების ოფიციალური პეტიცია გაგაცანით (იხილეთ ვრცლად).

ქართული რაგბის ქომაგები საქართველოს ნაკრებისთვის მატჩების ჩასატარებლად სათანადო სტადიონებს ითხოვენ.

საუბარია იმაზე, რომ "ბორჯღალოსნებმა" საშინაო შეხვედრები "დინამო არენაზე" ან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩაატარონ.

ქომაგებს კონკრეტული და დამუშავებული წინადადება აქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც აქვე გთავაზობთ:

"საკითხის გადაწყვეტა შეიძლება შემდეგნაირად: "მესხისა" და "პაიჭაძის" სტადიონების ამჟამინდელ მფლობელებთან დადებულ ხელშეკრულებებში შეტანილ უნდა იქნეს ცვლილებები, რომლითაც საქართველოს რაგბის ეროვნულ ნაკრებს ექნება უფლება, უსასყიდლოდ ჩაატაროს ყველა საერთაშორისო მატჩი (წინასამატჩო ვარჯიშებითურთ) ამ სტადიონებზე;

ამასთანავე,
შეხვედრების ჩატარებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს (თამაშის შემდეგ მინდვრის საფარის მოწესრიგების ხარჯების ჩათვლით) გადაიხდის რაგბის კავშირი.

იმ შემთხვევაში, თუკი ერთმანეთს დაემთხვევა რომელიმე საფეხბურთო კლუბის/ასაკობრივი ნაკრების და რაგბის ეროვნული ნაკრების მატჩები, უპირატესობა მიენიჭოს რაგბის ეროვნულ ნაკრებს.

ამასთანავე, რაგბის კავშირს უფლება უნდა ჰქონდეს, რაგბის საერთაშორისო საბჭოს ეგიდით ჩატარებული ნებისმიერი საერთაშორისო ტურნირის ყველა მატჩი ჩაატაროს "მესხისა" და "პაიჭაძის" სტადიონებზე".


საკუთარი ხელმოწერის დაფიქსირება კი ამ ბმულზე შეგიძლიათ.
მკითხველის კომენტარები / 15 /
ყველაფერი გასაგებია. რეგბიც კარგია. მაგრამ რეგბის ტამაშის დროს ბალახის საფარი ძალიან ზიანდება. ფეხბურთის საფარს ვინ გააკეთებს ტამაშებს მერე? არამგონია რომ რეგბის ფედერაციას სურვილი ჰქონდეს ან ფული სამაგისო. ტაკ შტო არაა მიზანშეწონილი ასეთი ქმედების განხორციელება!
Igor
13:07 18-02-2013
0
თენგიზ გაგუა, დიდი ბოდიში, მაგრამ სისულელეებს წერ! რაც შეეხება სტადიონებს: საფეხბურთო სტადიონების რაგბისთვის გადაცემა არასწორი მგონია. უნდა აშენდეს სარაგბო სტადიონი ან სტადიონები. რაგბისტებმა ეს ნამდვილად დაიმსახურეს. საფეხბურთო სტადიონებზე რაგბის გამართვაც არაა მიზანშეწონილი, რამდენადაც რაგბის თამაშისას მინდორი ზიანდება და ხარისხიანი საფარის დაგება ძალიან ძვირია.
Giorgipirweli
14:42 16-02-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული