რადიო "პალიტრა" (FM 103,9) რუსეთი-საქართველოს მატჩიდან პირდაპირ ჩართვებს განახორციელებს

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ევროპის ერთა თასის 2013 წლის გათამაშების მესამე ტურის შეხვედრას 23 თებერვალს სოჭში, რუსეთის ეროვნულ გუნდთან გამართავს.

შეგახსენებთ, რომ  ეს ტურნირი, ამავდროულად, 2015 წელს ლონდონში გასამართი მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო ეტაპიცაა, რომლის  საგზურსაც ევროპის ერთა თასის 6-გუნდიან ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასული ნაკრებები პირდაპირი წესით მიიღებენ, მესამეადგილოსანი კი - რეპეშაჟით.

აქამდე "ბორჯღალოსნები" რუსთა გუნდს თექვსმეტჯერ ეთამაშნენ. აქედან 14 მატჩი ქართველებმა მოიგეს, ერთი წააგეს და ერთიც ფრედ დაასრულეს.

აღსანიშნავია, რომ რუსებს ჩვენი გუნდისთვის 1993 წლის შემდეგ არ მოუგიათ და, ცხადია, ახლა
ამ 20-წლიანი კოშმარის დასრულების სურვილი კლავთ.

23 თებერვალს, 15:00 სთ-იდან, რადიო "პალიტრა" (FM 103,9, ინტერნეტმისამართზე: palitratv.ge) მიმდინარე მატჩიდან პირდაპირ ჩართვებს განახორციელებს. ქართველ ქომაგს რუსეთი-საქართველოს შეხვედრის შესახებ ოპერატიულ ინფორმაციას სოჭიდან გაზეთ "ლელოს" კორესპონდენტი ბესო ჯანგავაძე მიაწვდის.
მკითხველის კომენტარები / 2 /
გაიხარე Karlo
mamu27
13:36 23-02-2013
0
მეგობრებო, რუსეთის რაგბის ოფიციალურ ვებ საიტზე არის პირდაპირი ტრანსლაცია. rugby.ru
Karlo
14:08 22-02-2013
0

სიახლეები პოპულარული