"ბორჯღალოსნებმა" ღია ვარჯიში გამართეს

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ერთა თასზე 9 მარტს ესპანეთთან გასამართი მატჩისთვის ემზადება.

მილტონ ჰეიგის გუნდმა 6 მარტს "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე ღია ვარჯიში გამართა.

"ბორჯღალოსნებმა" ინტენსიურად ივარჯიშეს და ახალი კომბინაციები დაამუშავეს, რომლებიც ზელანდიელმა სპეციალისტმა ქართველ ჟურნალისტებსაც კი დაუმალა და ვარჯიშის გადაღების საშუალება ეპიზოდურად მისცა.

ესპანეთთან მატჩისთვის გამოძახებული 27 მორაგბიდან 26-მა სრული დატვირთვით ივარჯიშა, თედო ზიბზიბაძე კი, ვისაც მცირე ტრავმა აწუხებს, ინდივიდუალურად ემზადება.

ჰეიგს რუსეთთან შეხვედრისთვის 26 მორაგბე ჰყავდა გამოძახებული, ესპანეთთან მატჩისთვის კი ნაკრებს კიდევ ერთი მორაგბე, მეორეხაზელი ლევან დათუნაშვილი დაამატა, რომელიც საფრანგეთის
მეორე, ელიტარულ დივიზიონ PRO D2-ის "ორიაკში"თამაშობს და კარგ ფორმაშია.

"ბორჯღალოსნები" ერთა თასის და 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის მეოთხე რაუნდის შეხვედრას 9 მარტს, "მიხეილ მესხზე" 15:00 საათზე გამართავენ. ერთ კვირაში, 16 მარტს კი ბუქარესტში რუმინეთის ნაკრებს ეთამაშებიან.

საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა
შერკინება: ვასილ კაკოვინი ("ტულუზა", საფრანგეთი), მიხეილ ნარიაშვილი ("მონპელიე", საფრანგეთი), დავით ქუბრიაშვილი ("ტულონი", საფრანგეთი), დავით ზირაქაშვილი ("კლერმონი", საფრანგეთი), ზურაბ ჟვანია ("სტად ფრანსე", საფრანგეთი), იური ნატრიაშვილი ("ბრივი", საფრანგეთი), შალვა მამუკაშვილი ("არმია", თბილისი), გიორგი ჩხაიძე ("ტარბი", საფრანგეთი), კონსტანტინე მიქაუტაძე ("ტულონი", საფრანგეთი), ლევან დათუნაშვილი ("ორიაკი", საფრანგეთი), ლაშა ლომიძე ("მონპელიე", საფრანგეთი), შალვა სუთიაშვილი ("მასი", საფრანგეთი), ბექა ბიწაძე ("არმია", თბილისი), დიმიტრი ბასილაია ("ედინბურგი", შოტლანდია), მამუკა გორგოძე ("მონპელიე", საფრანგეთი), ვიტო კოლელიშვილი ("კლერმონი", საფრანგეთი);

უკანა ხაზი: გიორგი ბეგაძე ("ბათუმი", ბათუმი), ვაჟა ხუციშვილი ("ხარები", რუსთავი), მერაბ კვირიკაშვილი ("სენ-ჟუნიენი", საფრანგეთი), ლაშა ხმალაძე ("ლელო", თბილისი), მერაბ შარიქაძე ("ჰართპული", ინგლისი), დავით კაჭარავა ("როდეზი", საფრანგეთი), თედო ზიბზიბაძე ("პერიგო", საფრანგეთი), ირაკლი მაჩხანელი ("არმაზი", თბილისი), თამაზ მჭედლიძე ("მონ დე მარსანი", საფრანგეთი), ირაკლი ყიასაშვილი ("ლელო", თბილისი), ბექა წიკლაური ("ლოკომოტივი", თბილისი).
მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)

2013 წლის ევროპის ერთა თასი. 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი

9 მარტი
საქართველო - ესპანეთი
პორტუგალია - რუსეთი
ბელგია - რუმინეთი

16 მარტი
რუმინეთი - საქართველო
ესპანეთი - პორტუგალია
რუსეთი - ბელგია

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. საქართველო 3 3 0 0 +31 12
2. რუმინეთი 3 3 0 0 +31 12
3. პორტუგალია 3 1 0 2 -13 5
4. ბელგია 3 0 1 2 -10 4
5. რუსეთი 3 1 0 2 -25 4
6. ესპანეთი 3 0 1 2 -14 3

msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული