ირაკლი აბუსერიძე სპორტის რაინდის წოდებით დაჯილდოვდა

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების 35 წლის კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა სპორტის რაინდის წოდებით დააჯილდოვა.

მინისტრმა ნაკრების კაპიტანს ჯილდო საქართველო-ესპანეთის სარაგბო შეხვედრის დასრულების შემდეგ გადასცა.

ირაკლი აბუსერიძემ ეროვნული გუნდის მაისურით ბოლო შეხვედრა ესპანეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ 9 მარტს გამართა. მატჩი, რომელიც აბუსერიძის გაცილებას მიეძღვნა, საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებით დასრულდა - 61:18.

ერთა თასის ერთადერთი 5-გზის მფლობელი და სამი მსოფლიო თასის მონაწილე ირაკლი აბუსერიძე 1977 წლის 25 ნოემბერს თბილისში დაიბადა. რაგბის თამაში "ქორებში" დაიწყო. თამაშობდა "ყოჩებში",
ასკ-სა და "ლოკომოტივში".

კარიერის უმეტესი წილი გაატარა საფრანგეთში, სადაც თამაშობდა ორიაკში, ორლეანსა და ოსერში. "აბუმ" ნაკრებში 13 სეზონი (2000-12) გაატარა. მონაწილეობდა ერთა თასის 12 გათამაშებაში და 5-ჯერ გახდა ჩემპიონი. მოიხვეჭა ყველაზე მეტი, 85 ბორჯღალი (კეპი) და დადო შვიდი ლელო.

სამ მსოფლიო თასზე (2003 ავსტრალია, 2007 საფრანგეთი, 2011 ახალი ზელანდია) 11 მატჩი გამართა. ირაკლი 2007 წლიდან "ბორჯღალოსანთა" კაპიტანი იყო. მან გუნდს 38-ჯერ უკაპიტნა, რაც აგრეთვე რეკორდია. "აბუ" ნაკრებს 2 მსოფლიოზე (2007 და 2011 წწ.) გაუძღვა.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

ასევე იხილეთ:

საქართველო-ესპანეთი 61:18 - ერთა თასამდე ერთი ნაბიჯია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
კარგია რომ დაიწყო დაფასება ასეთი გმირების...აბუ უმაგრესი მორაგბე იყო და მაგარი ქართველი
დავითი
17:34 11-03-2013
0
ბიჭებო გილოცავთ სულით და გულით ესპანეთტან მოგემას. ეს კაცი გასაშვები არ იყო რა
tornike
21:40 11-03-2013
0

სიახლეები პოპულარული