"ლელოს" სტუმარი საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი იქნება

AutoSharing Option
21 მარტს, 17:00 სთ-ზე "მედიაპალიტრაში", გაზეთ "ლელოს" სტუმარი რაგბიში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი იქნება.

მილტონ ჰეიგი 1982-96 წლებში თამაშობდა ახალი ზელანდიის, სამხრეთ აფრიკისა და ინგლისის სარაგბო კლუბებში. ოთხ კლუბში იყო კაპიტანი. გამოდიოდა ახალი ზელანდიის 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში.

მწვრთნელად მოღვაწეობს 2000 წლიდან ჯერ ასისტენტად (მათ შორის, ახალი ზელანდიის 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში), 2009 წლიდან კი "მანუკაუ სტილერსის" (ახალი ზელანდია) მთავარი მწვრთნელი და რაგბის განვითარების ხელმძღვანელია.

2012 წლიდან არის საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

ინტერვიუ მილტონ ჰეიგთან გამოქვეყნდება
"ლელოს" 23 მარტის ნომერში, რუბრიკით "შაბათის სტუმარი".
მკითხველის კომენტარები / 1 /
და კითხვები ჩვენც რო მოგაწოდოთ გაითვალისწინებთ? :)
KACI
13:16 21-03-2013
0

სიახლეები პოპულარული