ნოემბრის ტესტებს ლიბერთი ბანკი სპონსორობს

AutoSharing Option
"ლიბერთი ბანკის" ახალი პროდუქტი, მოთხოვნამდე ანაბარი "პატრიოტი" საქართველოს რაგბის კავშირის მხარდამჭერი და 20-27 ნოემბერს საქართველოს ნაკრების ორი ტესტ-მატჩის ოფიციალური სპონსორი იქნება.

არმენ მატევოსიანი, "ლიბერთი ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილე: "მოთხოვნამდე ანაბარი "პატრიოტი" საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების გულშემატკივრებს სთავაზობს წლიურ 10-პროცენტიან სარგებელს. "პატრიოტი" ბაზარზე არსებულ მოთხოვნამდე ანაბრებს შორის კლიენტებს ყველაზე მაღალ სარგებელს და მოქნილ პირობებს პირდება. პროცენტის დარიცხვა ხდება არა მხოლოდ ანაბარზე განთავსებულ თანხაზე, არამედ სარგებელზეც. "ლიბერთი ბანკის" ინიციატივით გულშემატკივრები, სურვილისამებრ, უფასოდ მიიღებენ "პატრიოტის" სიმბოლიკიან მანქანის აქსესუარებს, რომლის სალონის სარკეზე მიმაგრება საქართველოს
ეროვნული ნაკრების ნებისმიერი ქომაგისთვის მარტივადაა შესაძლებელი".

გიორგი ნიჟარაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი: "დიდი მადლობა "ლიბერთი ბანკის" ხელმძღვანელებს, ამ საინტერესო და, რაც მთავარია, დროული ინიციატივისთვის. მათმა მხარდაჭერამ სულზე მოგვისწრო. ყველას მოვუწოდებ გახსნას ანაბარი "პატრიოტი", დარწმუნებული ვარ, ეს სახელი ტყულიად არ დაურქმევიათ. საქართველოს რაგბის კავშირსა და "ლიბერთი ბანკს" შორის ეს თანამშრომლობის დასაწყისია. გაგრძელების სურვილი ორივე მხარეს გვაქვს. ვნახოთ, მოვილაპარეკებთ და გადავწყვეტთ".

"ლიბერთი ბანკის" ახალ აქციას მხარი დაუჭირა საქართველოს ახალმა ჩემპიონმა თბილისის "ლოკომოტივმა" და ევროპის ჩემპიონმა, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა.

ფოტო - თამუნა ყულუმბეგაშვილი (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული