ლადო ვარძელაშვილმა რაგბის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტს, ბერნარ ლაპასეს, რაგბის ევროპული ასოციაციის პრეზიდენტს ჟან კლოდ ბაკეს და რაგბის საერთაშორისო საბჭოს განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს მარკ იგანს დაათვალიერებინა "შევარდენის" სარაგბო ბაზა, რომელიც მოიცავს როგორც ხელოვნურ, ასევე ბუნებრივ საფარიან მოედნებს და ადმინისტრაციულ შენობას.
აღსანიშნავია, რომ უცხოელმა სტუმრებმა საერთაშორისო სტანდარტებით აშენებულ სარაგბო ბაზას მაღალი შეფასება მისცეს. რაგბის
საერთაშორისო სარაგბო ორგანიზაციების ხელმძღვანელმა პირებმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს და პრემიერ-მინისტრს პირობა მისცეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რაგბის განვითარება საქართველოში ამ ტემპებით გაგრძელდება, საქართველოში უფრო მეტი ინვესტიცია ჩაიდება და უფრო მეტი საერთაშორისო ტურნირი ჩატარდება.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველოში "შევარდენის" ანალოგიური 19 ბაზის მშენებლობა იგეგმება. აღნიშნული ბაზების მშენებლობა 2012 წელს დასრულდება და 19 ბაზიდან 12 თბილისში, ხოლო დანარჩენები სხვადასხვა რეგიონებში აშენდება.
”ინტერპრესნიუსი”