"შევარდენის" სანაკრებო სარაგბო ბაზა დღეს ოფიციალურად გაიხსნა

AutoSharing Option
სანაკრებო ბაზა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვლმა და პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა გახსნეს. ოფიციალურ ცერემონიალს ასევე ესწრებოდნენ საქართველოში ერთდღიანი ვიზიტით მყოფი მსოფლიო რაგბის მმართველი ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები.

ლადო ვარძელაშვილმა რაგბის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტს, ბერნარ ლაპასეს, რაგბის ევროპული ასოციაციის პრეზიდენტს ჟან კლოდ ბაკეს და რაგბის საერთაშორისო საბჭოს განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეს მარკ იგანს დაათვალიერებინა "შევარდენის" სარაგბო ბაზა, რომელიც მოიცავს როგორც ხელოვნურ, ასევე ბუნებრივ საფარიან მოედნებს და ადმინისტრაციულ შენობას.

აღსანიშნავია, რომ უცხოელმა სტუმრებმა საერთაშორისო სტანდარტებით აშენებულ სარაგბო ბაზას მაღალი შეფასება მისცეს. რაგბის
ბაზის გახსნის ცერემონიალის პარალელურად, საუბარი გაიმართა სამომავლო გეგმებსა და დაგეგმილ პროექტებზე, რომლის განხორციელებაც საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი პროექტების ფარგლებში იგეგმება. ასევე, საუბარი შეეხებოდა ერთ-ერთ პროექტს, რომლის მიხედვითაც, 2011 წელს 20 წლამდე მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარება იგეგმება.

საერთაშორისო სარაგბო ორგანიზაციების ხელმძღვანელმა პირებმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს და პრემიერ-მინისტრს პირობა მისცეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რაგბის განვითარება საქართველოში ამ ტემპებით გაგრძელდება, საქართველოში უფრო მეტი ინვესტიცია ჩაიდება და უფრო მეტი საერთაშორისო ტურნირი ჩატარდება.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველოში "შევარდენის" ანალოგიური 19 ბაზის მშენებლობა იგეგმება. აღნიშნული ბაზების მშენებლობა 2012 წელს დასრულდება და 19 ბაზიდან 12 თბილისში, ხოლო დანარჩენები სხვადასხვა რეგიონებში აშენდება.


”ინტერპრესნიუსი”
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული