"ბორჯღალოსნების" განაცხადი ნოემბრის ტესტებისთვის ცნობილია

AutoSharing Option
მილტონ ჰეიგმა ნოემბრის ტესტ-მატჩებისათვის საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

"მინდა აღვნიშნო, რომ კარგად დაბალანსებულ გუნდს მოვუყარეთ თავი, რომელიც საკმაოდ გამოცდილი მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული.

ნაკრები ამ შემადგენლობით უკვე ორი წლის განმავლობაში ასპარეზობს. სამწუხაროდ, ტრავმების გამო რამოდენიმე მოთამაშის გამოძახება ვერ მოხერხდა, მაგრამ ჩვენ გვაქვს მათ ნაცვლად სხვა მორაგბეების დაყენების საშუალება.

ნოემბე
რში სამი ურთულესი მატჩი გველის, ვინაიდან ძალიან კარგ გუნდებთან გვიწევს თამაში. ჩვენ კარგად მოვემზადებით და შესაბამისი თავდაჯერებით ჩავატარებთ სამივე მატჩს", - განაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

"ბორჯღალოსნების" სანოემბრე შემადგენლობა:


1.
დავით ხინჩეგაშვილი
2. მიხეილ ნარიაშვილი
3. ზურაბ ჟვანია
4. სიმონ მაისურაძე
5. შალვა მამუკაშვილი
6. რევაზ ბელქანია
7. დავით ქუბრიაშვილი
8. ლევან ჩილაჩავა
9. კონსტანტინე მიქაუტაძე
10. გიორგი ჩხაიძე
11. ლევან დათუნაშვილი
12. ვიქტორ კოლელიშვილი
13. მამუკა გორგოძე
14. შალვა სუთიაშვილი
15. გივი ბერიშვილი
16. დიმიტრი ბასილაია
17. გიორგი ბეგაძე
18. ვაჟა ხუციშვილი
19. მერაბ კვირიკაშვილი
20. ლაშა მალაღურაძე
21. ლაშა ხმალაძე
22. მერაბ შარიქაძე
23. დავით კაჭარავა
24. თედორე ზიბზიბაძე
25. ირაკლი მაჩხანელი (კაპ)
26. თამაზ მჭედლიძე
27. ირაკლი ყიასაშვილი
28. ბექა წიკლაური

ტრავმირებულები:
დავით ზირაქაშვილი
ჯაბა ბრეგვაძე
ვასილ კაკოვინი
გიორგი ჟღენტი
იური ნატრიაშვილი
ვახტანგ მაისურაძე

წყარო: rugby.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული