"ბორჯღალოსნებმა" კანადის ნაკრები მძიმე ბრძოლასა და ჩხუბში დაამარცხეს [VIDEO]

AutoSharing Option
9 ნოემბერს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნოემბრის ტესტების პირველ მატჩში კანადის ნაკრებს თბილისში, ეროვნულ სტადიონზე დაუპირისპირდა და ანგარიშით 19:15 დაამარცხა.

ამით "ბორჯღალოსნებმა" "ნეკერჩხლის ფოთლებთან" შარშან ვანკუვერში წაგებისთვის რევანში აიღეს!

მატჩში ანგარიში მილტონ ჰეიგის შეგირდებმა გახსნეს - საჯარიმო დარტყმა მე-3 წუთზე მერაბ კვირიკაშვილმა ზუსტად შეასრულა - 3:0. ორიოდე წუთში საპასუხო საჯარიმოს დარტყმის უფლება კანადელებმა მიიღეს, თუმცა ვერ გაიტანეს.

ამის შემდეგ სტუმრებმა რამდენიმეფაზიანი შეტევა განახორციელეს და საქართველოს ნაკრების ჩათვლის მოედანთან ახლოს იყვნენ, თუმცა ლელოს გატანის შანსი ვერ გამოიყენეს და მხოლოდ ჯარიმას დასჯერდნენ
- 3:3.

18-ე წუთზე კანადელები ზუსტი საჯარიმოთი ანგარიშში წინაც გავიდნენ, მანამდე კი დარტყმა მეკოს გაუცუდდა.

მომდევნო ორი საჯარიმოს დროს კვირიკაშვილს მიზანმა აღარ უმტყუნა და საქართველოს ნაკრები ანგარიშში კვლავ წინ გავიდა - 9:6. თუმცა კანადელები კვლავ გააქტიურდნენ და 33-ეზე კვლავ ზუსტი საჯარიმოთი შეძლეს სხვაობის აღმოფხვრა - 9:9.

ამის შემდეგ შესვენებამდე მოედანზე გამოსარჩევი მუშტი-კრივი იყო, რომელიც ვიტო კოლელიშვილის უხეშობას მოჰყვა. ვიტომ მეტოქე ყელში შებოჭა და გაწევ-გამოწევაც აქედან დაიწყო. საბოლოოდ მსაჯმა მოედნიდან კოლელიშვილი წითელი ბარათით გააძევა და "ბორჯღალოსნები" მოედანზე 14 კაცით დარჩნენ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ტაიმის ბოლოს კანადელებმა საჯარიმოს დარტყმის უფლებაც მიიღეს და ზუსტი დარტყმით ტაიმი თავიანთ სასარგებლოდ დაასრულეს - 9:12.

შეხვედრის მეორე ტაიმი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს, მატჩის პირველი ლელო კი 52-ე წუთზე ირაკლი მაჩხანელის ნაცვლად მოედანზე შემოსულმა თედო ზიბზიბაძემ დადო. მეკომ საკმაოდ რთული მდგომარეობად ზუსტად გარდასახა - 16:12.

ამის შემდეგ მეტოქეებმა თითო ჯარიმა დაარტყეს ზუსტად (მასპიძნელთაგან კვირიკაშვილმა) და ანგარიში 19:15 გახდა.

მატჩის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე კარგი იერიში განახორციელეს მამუკა გორგოძემ და შალვა სუთიაშვილმა, თუმცა მიზნამდე სულ ცოტა დაგვაკლდა, ჯერ შერკინებიდან ვერ მივაღწიეთ მიზანს, შემდეგ კი საჯარიმოთი - რომელიც ტრადიციულად, მეკომ დაარტყა.

მიუხედავად ამისა, მატჩის ბოლო წუთებში ქართველმა მორგაბეებმა შეძლეს ანგარიშში უპირატესობის შენარჩუნება და ნოემბრის ტესტების პირველი შეხვედრის გამარჯვებით დასრულება.

შეგახსენებთ, რომ ნოემბრის ტესტების მომავალ ორ მატჩს საქართველოს ნაკრები 16 ნოემბერს აშშ-სთან, 23 ნოემბერს კი სამოასთან გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ჩხუბი დაიწყეს კანადელებმა, მომეჩვენა რომ მზად იყვნენ ამისთვის, ჩვენმა მგლებმა ისეთი მუშტი დაახვედრეს მგონი მაგრად შეაშინეს,ალბათ ჩვენთან ჩხუბს ვეღარ გაბედავენ, ფსიქოლოგიურად ისე გატყდნენ მაგ თაობის კანადის ნაკრები ჩვენებს ვეღარასოდეს მოუგებს
ნიკოლოზ
15:40 11-11-2013
0
გეთანხმები...საერთოდ მეათე ხარისხოვანი უნდა იყოს...ბარსა,რეალი,ბაიერნი...ვინ რამდენად გაყიდა და ვინ იყიდა...საერთოდ!!!...მიხედეთ ქართულ სპორტს...მით უმეტეს,რაგბის , დეტალურად გაშუქებას ვითხოვთ... ინტერვიუები,მზადების ხარისხი,შედეგები...ყველაფერი და კიდევ...ეროვნული ჩემპიონატის თითო თამაში ,ყოველ ტურში გვანახეთ,და მერე ამ ტური განხილვები...სულ არ მაინტერესებს ჭ კლასის საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში,მათ ყოველივე ჯერ უნდა დაიმსახუროთ11

ამ ქართველმა ვაჯკაცებმა დაიმსახურეს და...მაინც ზოგადი დამოკიდებულება...

გახსოვდეს,ევროპაში ქართველი რაგბისტებით,ძლიერ ამაყობენ და თავაწეულები დადიან და საქართველოში...

აზრზე მოდის...ყველაფერი უნდა მიუზღვათ ყველას ისე,როგორც იმსახურებს...

ჩვენ გვსურს რ ა გ ბ ი !!!
glaxuna
18:21 10-11-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული