მოსკოვის "ლუჟნიკების" მცირე არენაზე გაიმართება ევროპის მე-9 ჩემპიონატი შვიდკაცა რაგბიში. 11 ნაკრებთან ერთად ტიტულისთვის საქართველოს ნაკრებიც იბრძოლებს კახა ალანიას თავკაცობით. გუნდები ორ ჯგუფში არიან განაწილებულნი. 2-2 საუკეთესო ჯგუფიდან ბრძოლას ჩემპიონობისთვის გააგრძელებს. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში მოხვდა, სადაც მასპინძლები, პორტუგალიელები, პოლონელები, მოლდოველები და იტალიელები არიან. ერთი შეხედვითაც ცხადია, მეტად რთული ჯგუფია. B ჯგუფში მოხვდნენ: უკრაინა, რუმინეთი, ჰოლანდია, ლიტვა, საფრანგეთი და ესპანეთი.
ჩვენს ნაკრებს გრაფიკიც ურთულესი აქვს, იწყებს ორ ყველაზე ძლიერ ნაკრებთან თამაშით. პირველ მატჩს ალანიას გუნდი 11 საათზე პორტუგალიასთან გამართავს, მეორეს
ჩვენი ნაკრები რუსეთის დედაქალაქში ამ შემადგენლობით ითამაშებს: 1. სიმონ მაისურაძე, 2. ბესიკ ხამაშურიძე, 3. მალხაზ ურჯუკაშვილი, 4. დავით ჩიტიძე, 5. გიორგი კალმახელიძე, 6. ბიძინა სამხარაძე, 7. მერაბ კვირიკაშვილი, 8. გიორგი შკინინი, 9. ირაკლი გეგენავა, 10. ირაკლი აბუსერიძე.
შეგახსენებთ, რომ შვიდკაცა რაგბი 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებიდან ოლიმპიური სახეობა გახდება. ასე რომ, თუკი გუნდურ სპორტში ოდესმე ოლიმპიადაზე მოხვედრა გვსურს, შვიდკაცას სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს. არადა შედეგები უკვე აღარ გვაქვს ისეთი კარგი, როგორც საწყის წლებში. 2005 წლის შემდეგ ნაკრებს შვიდკაცას სერიის ეტაპიც კი არ მოუგია. ახლაც არცთუ მცირე ოფლისღვრით გავაღწიეთ ფინალურ ეტაპზე. საქართველოს ნაკრები ევროპის პირველობის პირველივე წელს იყო ჩემპიონობასთან ახლოს, მაგრამ 2002 წელს ჰაიდელბერგში ფინალი პორტუგალიის ნაკრებთან 14:24 წააგო. ჯერჯერობით მაშინ მოპოვებული მე-2 ადგილი ჩვენი უდიდესი მიღწევაა. ქართული შვიდკაცა ორჯერ შეწვდა ბრინჯაოს მედლებს, 2003 და 2008 წლებში, ყველაზე ცუდი შედეგი კი 2005 წელს გვქონდა, როცა მე-10 ადგილი დავიკავეთ. 2002 წლის მერე პორტუგალიის ნაკრებმა 6-ჯერ იპირველა და მხოლოდ ორჯერ დაუთმო მთავარი ჯილდო რუსეთის ნაკრებს, ბოლოს ეს შარშან მოხდა.
ყველა ჩემპიონატი
წელი ქვეყანა ჩემპიონი
2002 გერმანია პორტუგალია
2003 გერმანია პორტუგალია
2004 ესპანეთი პორტუგალია
2005 რუსეთი პორტუგალია
2006 რუსეთი პორტუგალია
2007 რუსეთი რუსეთი
2008 გერმანია პორტუგალია
2009 გერმანია რუსეთი