საქართველო - აშშ 19:17 [+VIDEO]

AutoSharing Option
დღეს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე "ბორჯღალოსნებმა" ამერიკის მორაგბეთა ეროვნულ გუნდთან ნოემბრის ტესტების ბოლო მატჩი ჩაატარეს და უკანასკნელ წამებზე დადებული ლელოსა და რეალიზაციის წყალობით გამარჯვება იზეიმეს.

უაღრესად დრამატულ შეხვედრაში თავდაპირველად ქართველი მორაგბეები ლაშა მალაღურაძის ორი ზუსტი საჯარიმოთი დაწინაურდნენ, თუმცა სტუმრებმა ლელო მალევე დაგვიდეს, ვალენესე მალიფას ზუსტი საჯარიმოთი და არეკნით კი ტაიმი თავიანთ სასარგებლოდ 6:11 დაასრულეს.

მეორე ტაიმის დასაწყისშივე მალაღურაძემ კიდევ ერთი ჯარიმა გამოიყენა. საპასუხო ჯარიმით მალიფა კვლავ გამოირჩა. ტაიმის ძირითადი დროის ამოწურვამდე არეკნით იხეირა ვაილესმა, რასაც წინ ლევან კვირიკაშვილის ზუსტი საჯარიმო უძღოდა. 

მსაჯის მიერ დამატებულ დროში, როდესაც ანგარიში 12:17 იყო,
ჩვენებმა სტუმართა ჩათვლის მოედანთან მეტოქის შერკინებაში იძალეს, რის შემდეგაც კვირიკაშვილმა ბურთი ზუსტად გადააწოდა მარჯვენა ფლანგზე უმეთვალყურეოდ მყოფ ლექსო გუგავას. ამ უკანასკნელს კი ლელოს დადება არ გასჭირვებია. უკანასკნელ წამებზე გამარჯვების მომტანი კვირიკაშვილის ხეირიანი რეალიზაცია გახდა - 19:17. 

ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს რეიტინგში მე-15 პოზიციაზე აინაცვლა.


ფოტო: გიორგია კაკულია "ინტერპრესნიუსი"



მკითხველის კომენტარები / 5 /
ღმერთმა გაგახაროთ... დალოცვილები ყოფილიყავით... მე მჯეროდა... მადლობა რომ გამიმართლეთ:) თქვენ საქართველოს სპორტის ნათელი წერტილები ხართ... და ამაყი ქართველები.... იცოცხლეთ!!!
state
20:06 27-11-2010
0
სტადიონზე ვიყვი და მიუხედავად ანგარიშისა ბოლო წუთამდე მჯეროდა რომ გავიმარჯვებდით, იმიტომ კი არა რომ სასწაულს ველოდი იმიტომ რომ ბიჭების თავდადეის მჯეროდა!
პაატა
10:14 29-11-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული