საქართველო-ბელგიის მატჩის წინ ავჭალის სტადიონი თოვლისგან გაიწმინდა

AutoSharing Option
2014 წლის პირველ საერთაშორისო საერთაშორისო მატჩამდე 6 საათით ადრე, ქართული სარაგბო ოჯახი ავჭალის სარაგბო სტადიონის თოვლისაგან გაწმენდას შეუდგა.

მოედნის გაწმენდაში ასაკობრივი ნაკრებების მოთამაშეები და რაგბის კავშირის ხელმძღვანელობა იღებდნენ მონაწილეობას.

ამის შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა საქართველოს რაგბის კავშირის ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა.

შუა დღისთვის მოედანი თოვლისაგან გაწმენდილია და საქართველო-ბელგიის მატჩის ჩატარებას ხელს არაფერი შეუშლის.

Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ 1 თებერვალს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ერთა თასზე ბელგიის ნაკრებს
დაუპირისპირდება, რომელიც ამავდრულად, 2015 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევი ეტაპის მატჩია.

ავჭალის სარაგბო სტადიონზე  მატჩი 15:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი გადასცემს.

ასევე იხილეთ:
საქართველო VS ბელგია - თოვლი ხელს შეგვიშლის, მაგრამ...
მკითხველის კომენტარები / 3 /
არ უნდა წმენდნენ მეგობარო, მარგამ უამონდობამ, სტადიონის უსახსრობამ იძულებული გახადა სარაგბო თემი ნაკრების წარმატების ხელშესაწყობად გაყინულიყვნენ და ბევრი საათი ფიზიკურად ემუშავათ - ამას თანადგომა ჰქვია, ასეთი სულისკვეთება მისასალმებელი და სამაგალითოა.

კი, კარგი იქნება რომ სტადიოენბს დრენაჟის ქვედა შრეზე გათბობა ჰქონდეს დამონტაჟებული, ჰქონდეს გადასაფარებელი, თოვლისგან საწმენდი მანქანებით იყოს აღYურვილი მაგრამ როდესაც ეს არ გაქვს და გაქვს თანადგომის სურვილი - რჩება ნიჩაბი და ანთებული გული. ეგაა და ეგ
GiorgiG83
16:37 03-02-2014
0
რატომ უნდა წნინდავდნენ მოთამაშეები თამაშის წინ მოედანს!!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული