ქომაგთა ინიციატივა: უკრაინელი ხალხისადმი მხარდაჭერა საქართველო-რუსეთის მატჩზე

AutoSharing Option
საქართველო-რუსეთის ერთა თასის მატჩისთვის, რომელიც 22 თებერვალს თბილისში, "დინამო არენაზე" გაიმართება, Facebook-ზე შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც ქართველ გულშემატკივარს სტადიონზე მისვლასა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

ღონისძიების მთავარი შეტყობინება გულშემატკივრებისთვის ასე გამოიყურება:

"შაბათს, 17:00 საათზე, "დინამო არენაზე", საქართველო-რუსეთის სარაგბო მატჩზე, ერთად გამოვუცხადოთ მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს უკრაინული ლურჯ-ყვითელი დროშების (ნაჭრის ან ქაღალდზე დახატული) აღმართვითა და "უკრაინა, უკრაინას" სკანდირებით რუსეთის ჰიმნის დროს!"

ამ დროისთვის ღონისძიებაზე მიწვევა დაახლოებით 15 000 ადამიანისთვის არის გაგზავნილი (ღონისძიების ბმული).

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში სპეცრაზმსა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი
შეტაკებების შედეგად, არაოფიციალური ინფორმაციით, უკვე დაიღუპა ასამდე ადამიანი.

უკრაინული დელეგაციის რამდენიმე წევრმა, რომელიც სოჭის ოლიმპიადაზე იმყოფებოდა, პროტესტის ნიშნად უარი თქვა სპორტულ ასპარეზობაში მონაწილეობაზე. გარდა ამისა, 20 თებერვალს, რომელიც უკრაინაში გლოვის დღედ გამოცხადდა, კიევის "დინამოსა" და "ვალენსიას" (0:2) შორის ევროპალიგის 1/16-ფინალის პირველი მატჩი, კიევის ნაცვლად, კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში გაიმართა.

თავის მხრივ, Sportall.ge იწონებს ინიციატივას, 22 თებერვალს სტადიონზე გულშემატკივართა უკრაინის დროშებით ან მისი ფერების, ლურჯ-ყვითელი სამოსით მისვლის შესახებ (არა ჰიმნის უპატივცემულობას) და სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს.

ასევე იხილეთ:
როგორც ყოველთვის, მოვიგებთ! - რუსები თბილისში წასაგებად ჩამოვიდნენ
გიორგი ნიჟარაძე: ჩვენ იმ რუს გენერლებს ხომ არ ვეთამაშებით?!
მკითხველის კომენტარები / 83 /
ტესტ
ტესტ
03 ნოემბერი 2017 10:27
0
პატივს ვცემ უკრაინელებს
....
02 ნოემბერი 2017 16:05
0
მეც პატივს ვცემ
...
02 ნოემბერი 2017 16:25
0
:))))))))))
ქომაგთა ინიციატივა
02 ნოემბერი 2017 14:58
0
ეს კომენტარი ხელმეორედ იმიტომ დავბეჭდე ,რომ ზოგიერთმა ვერ გაიგო და ხელმეორედ წაკიტხვა ჭირდება.
mamulo
22 თებერვალი 2014 13:14
0
დარწმუნებული ხარ?
გამეორება ცოდნის დედაა
02 ნოემბერი 2017 14:59
0
გაუმარჯოს უკრაინას!გაუმარჯოს გმირ უკრაინელ ხალხს!მეც მოწმე ვარ მათი თავდადებული ბრძოლისა აფხაზეთსში.ძირს პუტინის რუსეთი.ხვალ ვინც მოვდივართ რაგბზე ვეცადოთ ყკრაინის დროშის ფერებში გამოვეწყოთ და თავზარი დავცეთ რუსებს. რუსი მ ტ ე რ ი ა! მ ტ ე რ ს კი ქართველი არც სტუმრად პატიჟებდა და არც მის სახელმწიფო სიმბოლოებს ცემდა პატივს.ამიტომაც სრულიად მისაღებია მათ ჰიმნზე სტვენა---ეს დაბალი დონის კი არა ჩვენი მტერთან შეურიგებლობის გამოხატულებაა.ფეხზე წამოდგომაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.ზოგიერთებმა უკვე დაიწყეს რუსებთან შემრიგებლური ტონით საუბარი,აქაოდა სტუმარიაო--მტერი და სტუმარი?რატომ სომხები ვერ ჩადიან აზერებთან?ან აკუბელი ბეისბოლისტების გუნდი შტატებში სათამაშოდ და რატომ ბედავენ რუსი მორეგბეები აქ ჩამოსვლას? რა რუსები ოკუპანტები აღარ არიან?ან იმ გმირების სულებს რა პასუხს ცემთ რუსემა რომ ჩახოცეს 1993-2008წლებში?სანამ ქვეყანა ოკუპირებულია,ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელი საქართველოში სტუმრად ვერ ჩაითვლება,თუ ეროვნული თავმოყვარეობა გვაქვს
mamulo
22 თებერვალი 2014 13:13
0
გაუმარჯოს
უკრაინა
02 ნოემბერი 2017 16:27
0
უკრაინა უკრაინის სკანდირება ქართულ ჰიმნს მოუხდება,რუსეთის ჰიმნზე კი დროშები უნდა დაუშვათ და სტვენა ააყოლოთ
joni57
22 თებერვალი 2014 12:31
0
ამდენი უტვინო.... ღმერთო შეუნდე.
Gela
22 თებერვალი 2014 11:11
0
იმ ქომაგთა საყურადღებოდ რომელიც დღეს აპირებს თამაშზე რუსეთის ჰიმნის დროს უკრაინის სკანდირებას::::::::::::::::::: პატივი ეცით მორაგბეებს როგორც ჩვენსას ისე რუსებისას, რუსეთის რაგბის ფედერაციამ 2008 წელს დაგმო პუტინის საქციელი, ჩვეენი რაგბისტები არ არიან ისეთი ადამიანები რომ უპატივცემულობა გამოვავლინოთ მათ წინაშე, ჰიმნზე უკრაინის სკანდირებით შეურაცყოფას მივაყენებთ რუს რაგბისტებს და არა პუტინს რომელიც საერთოდ არ უყურებს ამ მატჩს, ამიტომ ყველამ გავიაზროთ რას ვაკეთებთ და ნუ გავხდებით პროვოკატორები, ჩადით საზღვარზე რუს მესაზღვრეებთან და გინდა უკრაინა ეძახეთ გინდ დე დ ა აგინეთ პუტინს, მართლა მაგის დე დ ა ცცცცცცცცცცცცცცცცცცცცც
გიორგი
22 თებერვალი 2014 11:02
0
იმ ქომაგთა საყურადღებოდ რომელიც დღეს აპირებს თამაშზე რუსეთის ჰიმნის დროს უკრაინის სკანდირებას::::::::::::::::::: პატივი ეცით მორაგბეებს როგორც ჩვენსას ისე რუსებისას, რუსეთის რაგბის ფედერაციამ 2008 წელს დაგმო პუტინის საქციელი, ჩვეენი რაგბისტები არ არიან ისეთი ადამიანები რომ უპატივცემულობა გამოვავლინოთ მათ წინაშე, ჰიმნზე უკრაინის სკანდირებით შეურაცყოფას მივაყენებთ რუს რაგბისტებს და არა პუტინს რომელიც საერთოდ არ უყურებს ამ მატჩს, ამიტომ ყველამ გავიაზროთ რას ვაკეთებთ და ნუ გავხდებით პროვოკატორები, ჩადით საზღვარზე რუს მესაზღვრეებთან და გინდა უკრაინა ეძახეთ გინდ დე დ ა აგინეთ პუტინს, მართლა მაგის დე დ ა ცცცცცცცცცცცცცცცცცცცცც
გიორგი
22 თებერვალი 2014 11:01
0
რაგბზე მიდის ეს ხალხი თუ მიტინგზე ვერ გავიგე.რაგბისტების საქომაგოდ კიარა ასე გამოდის რუსების ჰიმნზე პროტესტის გამოსახატავად მიდის ეს ხალხი სტადიონზე.რაც აქ წავიკითხე ესეთი შთაბეჭდილება დამრჩა.დაფშტვენით და პროტესტებით. პროტესტის გამოხატვა ყველას ინდივიდუალური საქმეა მარა ყველამ იცოდეს რომ ეს არაფერს არ მოუტანს საქართველოს რო ტერიტორიები ბრუნდებოდეს კარგია.მარა სადაა ბერძნები 45 წელზე მეტი ლანძღავდენ თურქებს მარა რა დაუბრუნა თურქებმა კვიპროს ოკუპირებული ტერიტორიები.
qutaiseli
22 თებერვალი 2014 11:01
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული