![](https://sportall.ge/pictures/image31/5aec26a4743f0c09875e7800dc99d251.jpg)
"ბორჯღალოსნების" ადგილი წინა კვირასთან შედარებით არ შეცვლილა. საქართველოს მორაგბეთა ნაკრები კვლავ მე-15 ადგილზე იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ ნოემბერში "ბორჯღალოსნებმა" სამი ტესტ-მატჩი გამართეს.
პირველ ტესტ-მატჩში ჩვენი ნაკრები შინ ტონგასთან ანგარიშით 9:23 დამარცხდა, შემდეგ კი ირლანდიასთან სტუმრად ანგარიშით 7:49 წააგო, ბოლო, მესამე შეხვედრაში კი იაპონია ანგარიშით 35:24 დაამარცხა.
!["ბორჯღალოსნები" განახლებულ რეიტინგში ვერ დაწინაურდნენ Sportall.Ge](/pictures/artimages/image17/153ed7355a1e8ca9675e9a9f44bfb16f.jpg)