"საქართველოში ვერაა კარგი სიტუაცია... ჩვენ ნათელი წერტილი ვართ!" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა შალვა სუთიაშვილმა ესპანეთთან რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩის წინ გუნდს სიტყვით მიმართა.

სუთიაშვილმა მორაგბეებს მოუწოდა, თამაშით ქართველ ხალხს სიხარული მოუტანონ და ბოლომდე დაიხარჯონ მატჩში.

შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნებმა" მადრიდში ესპანეთის ნაკრები ანგარიშით 26:13 დაამარცხეს და სატურნირო ცხრილში ერთპიროვნული ლიდერები არიან.

ასევე იხილეთ:
ესპანეთი-საქართველო 13:26 - შერკინება, შერკინება, ისევ შერკინება [VIDEO+PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 29 /
ისევე როგოღც ქართული ფეხბურთი, რაგბიც ჯერ-ჯერობით "ჭ" კლასია, ექვს ერთან შედარებით. მეორე რიგის ევროპულ გუნდებში კი კარგად ქაჩავს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 6 ერის არც ერთ გუნდთან ჩვენს ნაკრებს ამ ეტაპზე შანსი არა აქვს. იტალიაც კი, რომელიც ყველაზე ნაკლებ რეიტინგულია ექვსთა ლიგაში, ამ საბათს შოტლანდიას ესეთი დღე აყარა თავისივე სტადიონზე, რომ გავგიჯდი. ჩვენ ნაკრებს იმ დონმდე ჯერ კიდევ ბევრი აკლიათ. თუმცა მჯერა დადგება დრო, რომ გაიქაჩებიან მაგ დონეზეც.
beqa
04 მარტი 2015 18:20
0
როგორც სპორტის სახეობა პოპულარობის მიხედვით, რაგბისა და ფეხბურთის შედარება, ძალზე არასწორად მიმაჩნია. ჩვენთანაც კი, სადაც საფეხბურთო ნაკრებს შედეგი არა აქვს, ფეხბურთი გაცილებით პოპულარულია რაგბიზე და ნაკრების თამაშებს გაცილებით მეტი ხალხი ესწრება (გაიხსენეთ გერმანია,ხორვატია, შოტლანდია, ბულგარეთი). მე არ მახსენდება სარაგბო მატჩს დინამოს სტადიონი შეევსოს, მაშინაც კი, როცა რუსეთს ვხვდებოდით. მიუხედავად რაგბისა და რაგბისტებისადმი დიდი პატივისცემისა, რაგბის ფეხბურთთან შედარება პოპულარობის თვალსაზრისიდ, სრულ სისულელედ მიმაჩნია.
amikio
04 მარტი 2015 18:16
0
ძალიან ორაზროვნადაა ნათქვამი, ვისაც როგორ უნდა ისე გებულობს...
sss 21
03 მარტი 2015 22:46
0
გია
ფეხბურთი არ აერთიანებს. პირიქთ, თიშავს, მტრად გადაკიდებს ერთმანეთს ადამიანებს. ამის უამრავი მაგალითი არსებობს. თუნდაც უამრავი ხოცვა-ჟლეტა სტადიონებზე, რაც ერთხელაც არ მომხდარა რაგბის თამაშისას მთელი ისტორიის განმავლობაში. და კიდევ, ირლანდია რაგბიში ერთი გუნდით, გაერთიანებული გუნდით გამოდის, ფებურთში კი ცალ-ცალკე. ფეხბურთი და რაგბი ჩვენს ქვეყანაში ვერ განვითარდება თუ ზოგადად სპორტი არ განვითარდა. სულელია ის ვინც ფიქრობს, რომ ფეხბურთი დონე აიწევს ისე რომ სპორტი დაბალ დონეზე გვქონდეს. მოკლედ გრძელი თემაა, დისერტაციის დაცვა შეიძება.
Rugby fan
03 მარტი 2015 16:33
0
რაგბის პატივს ვცემ რადგან ყველა ქვეყანაში სადაც ღვინის და ვაზის კულტურა არებობს(საფრანგეთი,იტალია,სამხრეთ აფრიკა,ზელანდია,ავსტრალია და საქართველოც მათ შორის) რაგბი ყველგან პოპულარულია დაკიდევ ბევრი მიზეზების გამო პატივს ვცემ რაგბის მაგრამ ფეხბურთზე მაღლა დაყენება არ შეიძლება მაშინ როდესაც სპორტის გულშემატკივარს ყოველდღიურ ცხოვრებაში ფეხბურთთან უფრო უწევს შეხება ვიდრე რაგბისთან, ფეხბურთზე მაღლა არც ერთი სპორტი არ დგას,თუ გავაანალიზებთ ცხოვრება და ფეხბურთი ერთმანეთს ძალიან გავს..ცხოვრება თუ გვინდა კარგი გახდეს ამისათვის ფეხბურთი უნდა განვითარდეს და რეალის და ბარსას ფანები დინამოს საქართველოს ნაკრების ფანებად უნდა გაერთიანდნენ ესეც ერთ-ერთი პატარა ელემენტია საზოგადოების გაერთიანების საქმეში,რაგბისაც და ფეხბურთსაც ყველაზე მეტად მაღალი ხარისხის სტადიონები და მოედნები აკლია, ამ ორი სპორტიდან ერთ-ერთის განვითარება მეორესაც ხელს უწყობს და არა პირიქით როგორც ზოგიერთ რაგბისტს ან ფეხბურთელს გონია!
gia
03 მარტი 2015 13:32
0
ამ კაცმა ყოველგვარი ქვეტექსტების გარეშე თქვა, უბრალოდ შეუძლიათ ხალხის გახარება და გავახაროთო. რას მიაბ-მოაბამთ რაღაცეებს. ან ქვეყანა საით მიექანება ან კალაბურთელები აქ არაფერ შუაშია...
გაგა
03 მარტი 2015 13:29
0
კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა. თავში არავის არაფერი აქვს ავარდნილი, მითუმეტეს ამათ, ნეტა ყველა ამათნაირი იყოს და აქ რა შუაშია ფაჩულია და კალათბურთელები? ისინიც ძალიან კარგები არიან. და შენ ვიღაცა ხარ რა გინდა საერთოდ? მორაგბეებიც მაგრები არიან, კალათბურთელები და მოჭიდავეებიც
maia
03 მარტი 2015 12:56
0
ზელანდიას და სამხრეთ აფრიკას რომ მოუგებთ მაშინ იქნებით ნათელი წერტილი...საქართველოში მახალი ხარისხის მინდვრები და სტადიონები გვაკლია
khvicha
03 მარტი 2015 12:56
0
l
03 მარტი 2015 12:56
0
ინტელექტი იმას აკლია, ვინც ეს ნათქვამი არასწორად გაიგო
ლადო
03 მარტი 2015 10:27
0

სიახლეები პოპულარული