ერთად ვიმღეროთ ჰიმნი - რაგბის კავშირის სამოტივაციო ვიდეორგოლი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს რაგბის კავშირი ქართული რაგბის ქომაგს 14 მარტს, ვაკის სტადიონზე მისვლისკენ მოუწოდებს. "ბორჯღალოსნები" რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩში რუსეთის ნაკრებს უმასპინძლებენ.

ამასთან დაკავშირებით მომზადდა სპეციალური ვიდეორგოლი, რომელიც გულშემატკივრებს სტადიონზე მოსვლისა და საქართველოს ჰიმნის ერთად შესრულებისკენ მოუწოდებს.

"ქართული რაგბის ყველა ქომაგს მოგიწოდებთ, 14 მარტს, მატჩის დაწყებამდე ‪ერთი საათით‬ ადრე ‪მობრძანდეთ‬ ‪მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე‬, რომ "ბორჯღალოსნებს" გავსებული ტრიბუნები დავახვედროთ. მოვიდეთ ‪ჩვენი გუნდის‬ ‪საქომაგოდ‬ და ერთად ვიმღეროთ ‪საქართველოს ჰიმნი‬ და ამით საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მე-19 შეხვედრა დაუვიწყარი გავხადოთ".
მკითხველის კომენტარები / 5 /
ამატირეს ამხელა კაცი, თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო
რაინდები
12 მარტი 2015 18:43
0
ღმერთი თქვენსკენ ბიჭებო!!! ლომები ხართ და თქვენით ვამაყობთ!გაიხარეთ და გაგვახარეთ!!!!!!
თაზო
12 მარტი 2015 14:36
0
ერთად გავანადგუროთ რუსეთი!!!!!!!!!!!!!!!!
საქართველოსთვის!!!
12 მარტი 2015 14:24
0
გ ა მ ა რ ჯ ვ ე ბ ა ბ ი ჭ ე ბ ო. თქვენ ხომ გმირები ხართ. გენაცვალეთ.
mm
12 მარტი 2015 14:19
0
სტადიონზე დროული მისვლა ვერ ვისწავლრთ ქართველებმა. ბოლო წუთი სანამ არ მოვა არ გვახსენდება წასვვა და მერე ჭყლეტვა და მთელი ამბავია ხოლმე შესასვლელებთან. ტამაშების უმრავლესობა კი ნახევრად ცარიელი ტრიბუნებით იწყება...
iikkii
12 მარტი 2015 13:52
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული