საქართველო-უკრაინას ფრანგები განსჯიან

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ერთა თასის გათამაშებაში პირველ შეხვედრას ხუთ თებერვალს გამართავს. "ბორჯღალოსნების" მეტოქე უკრაინის ნაკრები იქნება. ამ მატჩით, ფაქტობრივად, ოფიციალურად დაიწყება ჩვენი ეროვნული გუნდის ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიოს თასისთვის მზადება.

ტურნირის ორგანიზატორმა FIAR AER-მა უკვე დაადგინა მატჩებზე მომსახურე არბიტრების ვინაობა. უკრაინის ნაკრებთან ფრანგ მსაჯთა ბრიგადა იმუშავებს კრილ ლაფონის ხელმძღვანელობით. ჯერჯერობით უცნობია 12 თებერვალს გასამართი ესპანეთის ნაკრებთან მატჩის არბიტრის ვინაობა.

26 თებერვალს პორტუგალიაში მთავარი მსაჯი იტალიელი კლაუდიო პასაკანტანდო იქნება. 12 მარტს თბილისში, ეროვნულ სტადიონზე რუმინეთის ნაკრებთან ირლანდიელი დევიდ ვილკინსონი განგვსჯის. ბოლო
შეხვედრას "ბორჯღალოსნები" 19 მარტს სოჭში გამართავენ რუსეთის ნაკრებთან. არბიტრი ფრანგი პატრიკ პეშამბერი იქნება.





.
მკითხველის კომენტარები / 4 /
სოჭში გასამართ თამაშზე მინდა ვთქვა: რუსები მიცემენ თუ არა ვიზას ქართველ გულშემატკივრებს, თუ არა და მაშინ რატო არ ითხოვს ფედერაცია ამ თამაშია ნეიტრალურზე გადატანას?
მერე გვიან იქნება ახლავე თუ არ ვიფიქრეთ!
beso
17:55 31-01-2011
0
კითხვა მაქვს და თუ შეიძლება მიპასუხეთ.მადლობთ წინასწარ.როგორც ვიცი ეს ტურნირი შინ და გარე პრინციპით ტარდება.რუსეთში გვიწევს თამაში და გამოდის რომ რუსებს ეროვნულზე ვუმასპინძლებთ,თუ ისევ ნეიტრალურზე ჩატარდება?
zura
20:26 20-01-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული