საქართველო-უკრაინას ფრანგები განსჯიან

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ერთა თასის გათამაშებაში პირველ შეხვედრას ხუთ თებერვალს გამართავს. "ბორჯღალოსნების" მეტოქე უკრაინის ნაკრები იქნება. ამ მატჩით, ფაქტობრივად, ოფიციალურად დაიწყება ჩვენი ეროვნული გუნდის ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიოს თასისთვის მზადება.

ტურნირის ორგანიზატორმა FIAR AER-მა უკვე დაადგინა მატჩებზე მომსახურე არბიტრების ვინაობა. უკრაინის ნაკრებთან ფრანგ მსაჯთა ბრიგადა იმუშავებს კრილ ლაფონის ხელმძღვანელობით. ჯერჯერობით უცნობია 12 თებერვალს გასამართი ესპანეთის ნაკრებთან მატჩის არბიტრის ვინაობა.

26 თებერვალს პორტუგალიაში მთავარი მსაჯი იტალიელი კლაუდიო პასაკანტანდო იქნება. 12 მარტს თბილისში, ეროვნულ სტადიონზე რუმინეთის ნაკრებთან ირლანდიელი დევიდ ვილკინსონი განგვსჯის. ბოლო
შეხვედრას "ბორჯღალოსნები" 19 მარტს სოჭში გამართავენ რუსეთის ნაკრებთან. არბიტრი ფრანგი პატრიკ პეშამბერი იქნება.





.
მკითხველის კომენტარები / 4 /
იტალიელი მსაჯები მეზიზღებიან, მაგათი მაკარონშიკი დედაც...
0
იტალიელი მსაჯები მეზიზღებიან, მაგათი მაკარონშიკი *** &*****!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული