რუსებმა ქენთერბერისაც აჯობეს

AutoSharing Option
ერთა თასის გათამაშებაში საქართველოს ნაკრების მეტოქემ, რუსეთის ეროვნულმა გუნდმა ახალ ზელანდიაში გამართული საწვრთნელი შეკრება სამხრეთ ქენთერბერის გუნდთან მატჩით დაასრულა. რუსთა გუნდმა, რომლის შემადგენლობაშიც ორი ქართველი მორაგბე, კარლო მაღლაკელიძე და ვალერი ცნობილაძე თამაშობდა, მეტოქე 31:7 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ერთა თასის პირველ ტურში ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები 5 თებერვალს სტუმრად ითამაშებენ ესპანეთის ნაკრებთან. "ბორჯღალოსნები" კი რუსებს 19 მარტს სოჭში დაუპირისპირდებიან.




.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული