მსოფლიო რაგბის კალეიდოსკოპი [ბესიკ ჯანგავაძე გლოსტერიდან]

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა კვირას დაისვენა და ორშაბათიდან ისევ წვრთნას შეუდგა. "ბორჯღალოსნებს" წინ არანაკლებ ძლიერი მეტოქე ელით და ბევრად რთული ბრძოლა აქვთ გადასატანი. არგენტინის ნაკრები, ახალ ზელანდიასთან მატჩმაც გვანახვა, რომ ჯგუფის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტია.

ჩვენმა გუნდმა, ისევე როგორც აქამდე, ორი ვარჯიში გამართა. შეგახსენებთ, რომ ტონგასთან მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბრისტოლში დაბრუნდა და ისევ ძველებურად, ამ ქალაქის სპორტის აკადემიის ბაზაზე განაგრძო წვრთნა.

გუნდი ისევ ორად გაიყო. როცა მორკინალები ძალოსნობის დარბაზში ირჯებოდნენ, უკანა ხაზი თავსხმა წვიმაში ხელდახელ ბურთაობას ხვეწავდა. ერთი საათის შემდეგ როლები გაცვალეს.
სამწვრთნელო შტაბი, მენეჯმენტი და სამედიცინო პერსონალი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

საგულისხმოა, რომ იმ გამარჯვების გამოსაჭედად, რომლის მომსწრენიც გასულ უქმეებზე ვიყავით, საკამოდ დიდ შრომას ის ადამიანები სწევენ, რომლებიც უჩინარი მსახურნი არიან. ვარჯიშის დაწყებამდე ერთი საათით ადრე დანიშნულების ადგილისკენ სპეციალური მანქანა გადის, რომელშიც ფიზმომზადების მწვრთნელები ირაკლი ჭყონია და კელვინ მორისი იმყოფებიან. სანამ გუნდი სტადიონზე მივა, ისინი დიდი რუდუნებით ამზადებენ სავარჯიშო არენას. თითოელ მორაგბეს თავისი ანკეტა აქვს, რომელშიც უწერენ, რა სახის ვარჯიშები უნდა შეასრულონ და რამდენჯერ. ვარჯიში მანამდე არ მთავრდება, სანამ თითოეული ნორმატივს არ ჩააბარებს.

ცალკე აღნიშვნის ღირსია მენეჯერთა ჯგუფი: ვასილ აბაშიძე, ოთარ იაშვილი, ირაკლი ხუნდაძე და ვიდეოანალიტიკოსი დავით რამიშვილი. ყველა ღონისძიების ორგანიზების სიმძიმე მათ მხრებზე გადადის.

ერთი სიტყვით, ყველას თავისი ფუნქციაა აქვს, რომლის შესრულების ხარისხზეც მნიშვნელოვანწილადაა დამიკიდებული ჩვენი გუნდის თამაშის ხარისხი და მიღწეული შედეგები.

ქართველები სიმბოლურში
მსოფლიოს თასის გათამაშების პირველი ტური რომ მიილია სხვადასხვა სპორტულმა გამოცემამ, საუკეთესო მორაგბეთა კრებულის თავისი ვერსია გამოაქვეყნა. ყოველდღიური ფრანგული სარაგბო გაზეთ "მიდი ოლიმპიკის" ვერსიით პირველი ტურის სიმბოლურ ნაკრებში ორი ქართველი მორაგბეა. "ბორჯღალოსნების" კაპიტანი მამუკა გორგოძე და შერკინების ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი.

აღსანიშნავია, რომ გორგოძეს, რომელმაც რვა ნომრის პოზიციაზე ითამაშა, სიმბოლურში ადგილი შვიდ ნომრად მიუჩინეს.

"არა, ნამდვილად ვიცით, რომ მამუკა გორგოძე რვა ნომერი იყო, მაგრამ ის იმდენად ბრწინვალედ გაისარჯა, რომ მისი სიმბოლური ნაკრების მიღმა დატოვება არ გვინდოდა. ამიტომ, რვა ნომერი ლუი პიკამოლს ჩავაბარეთ, შვიდზე კი მამუკა გავამწესეთ", - წერს "მიდი ოლიმპიკი"

ეს გაზეთი ეპითეტებს არც ნარიაშვილის მიმართ იშურებს:

"საქართველოს ნაკრებისთვის ტონგასთან გამარჯვება მისი მძლავრი შერკინების ბრწყინვალედ გარჯის შედეგი უნდა ყოფილიყო. ეს ასეც მოხდა. მორკნალებს შორის გამორჩეული კი მიხეილ ნარიაშვილი იყო".

კიდევ უფრო მეტი ქართველი შეიყვანა სიმბოლურში "პლანეტრაგბიმ". აქ ნარიაშვილსა და გორგოძეს ჩვენი ახალგაზრდა ცხრა ნომერი ვასილ ლობჟანიძე დაემატა.

"ახალგაზრდა ცხრა ნომერს წამითაც არ შეუხრია წარბი. ის უნარიანად ანაწილებდა ბურთს და გუნდის გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო".

რეიტინგში ისევ მე-13
მოსამზადებელ პერიოდში კანადისა და იაპონიის ნაკრებებთან მარცხმა საქრთველოს ნაკრები რეიტინგში მე-16 ადგილამდე დააქვეითა. ტონგას ნაკრებთან გამარჯების შემდეგ კი 17:10, "ბორჯღალოსნებმა" მსოფლიოს კალსიფიკაციაში ისევ კუთვნილი, მე-13 ადგილი დაიბრუნეს. ახლა ჩვენ გუნდს 72,62 ქულა აქვს.

ცხადია, ტონგელები ჩვენს უკან აღმოჩნდნენ. თუმცა, საუკეთესო თორმეტეულიდან ვერ ამოვაგდეთ იაპონია, რომელმაც სენსაციური გამარჯვება მოიპოვა სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან. შესაბამისად, "ბოკე" მეორე საფეხურიდან მეექვსემდე დაქვეითდა. მას ინგლისმა, უელსამა და ირლანდიამ გაუსწრო.

ცხადია, ეს ჯერ ყველაფერი არ არის და მსოფლიოს თასის მსვლელობის რეიტინგში არაერთი ცვლიელბა მოხდება.

მსოფლიოს რეიტინგი
1. ახალი ზელანდია - 92,89 ქულა, 2. ავსტრალია - 86,67. 3. ინგლისი - 85,04. 4. უელსი - 84,63. 5. ირლანდია - 84,40. 6. სამხრეთ აფრიკა - 81,15. 7. საფრანგეთი - 81,12. 8. არგენტინა - 78,39. 9. ფიჯი - 77,04. 10. სამოა - 76,18. 11. იაპონია - 76,08. 12. შოტლანდია - 75,88. 13. საქართველო - 72,62. 14. ტონგა - 72,43. 15. იტალია - 70,53. 16. აშშ - 69,32. 17. რუმინეთი - 66,28. 18. კანადა - 65,17. 19. ურუგვაი - 62,11. 20. ნამიბია - 61,15.

ისევ ყველაზე ახალგაზრდის შესახებ
საქართველოს ნაკრების მომდევნო მეტოქე, როგორც უკვე ვთქვით, არგენტინის ძალიან ძლიერი ნაკრებია. ჩვენი გუნდის მზადებაც სწორედ "პუმებთან" საბრძოლველად მიმდინარეობს.

მოკლე კომენტარი განვლილი თამაშისა და მომავალი მატჩის თაობაზე, მსოფლიოს თასის გათამაშების ისტორიაში ყევლაზე ახალგაზრდა მორაგბე ვასილ ლობჟანიძეს ვთხოვეთ:

"თამაშის დაწყებამდე ძალიან ვინერვიულე. პატარა საქმეა, მსოფლიოს თასზე პირველად ვთამაშობ. ყველა შენზე წერს და ლაპარაკობს, რომ ისტორიაში შეხვედი, როგორც ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე. მერე, როგორც კი მსაჯის სასტვენი გაისმა, ყველანაირი ღელვა ერთი ხელის მოსმით გაქრა. ცხადია, შეცდომები მქონდა, მაგრამ, მოვიგეთ და ძალიან გახარებული ვარ.

არგეტინა ძალიან ძლიერი გუნდია. მისი დამარცხება ახალ ზელანდიასაც კი გაუჭირდა. ჩვენ მთელი მინდომებით ვემზადებით და ვეცდებით "პუმებთან" სასურველ შედეგს მივაღწიოთ".

არგენტინასთან მატჩი ჩვენი გუნდისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს ტონგასთან იყო. შეგახსენებთ, რომ აქამდე მსოფლიოს თასზე "პუმბთან" ორჯერ გვითამაშია და ორივეჯერ გამარჯვება მეტოქეს დარჩა.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელი გათამაშების წინ ერთ-ერთმა სარაგბო გამოცემამ ეს მატჩი 10 ყველაზე სავარაუდოდ საინტერესო თამაშს შორის დაასახელა. ახალი არ არის, რომ ორივე გუნდი მძლავრი შერკინებით გამოირჩევა და ყველას აინტერესებს, რომელი გუნდი უფრო ძლიერია.

ახლახან ცნობილი გახდა, რომ არგენტინელთა მეორეხაზელი მარიანო გალარსა ლონდონშია დაბარებული სადისციპლინო კომისიაზე, მას განზრახ ბინძურ თამაშში ედება ბრალი და გამორიცხული არ არის დისკვალიფიკაცია მიიღოს.

მეორე ტური
მეორე ტურიდან საქმეში ის გუნდები ჩაერთვებიან, რომლებიც პირველში ისვენებდნენ. ესენია: ნამიბია, ავსტრალია, რუმინეთი და შოტლანდია.

ერთა თასის გათამაშებაში ჩვენი გუნდის მეტოქე, რუმინეთის ნაკრები თავის პირველ შეხვედრაში საფრანგეთს დაუპირისპირდება, რომლის მთავარმა მწვრთნელმა ფილიპ სენტ-ანდრემ წინა მატჩისგან განსხვავებით 13 ახალი მორაგბე დაასახელა შემადგენლობაში.

საინტერესო იქნება B ჯგუფის გუნდების შოტლანდიისა და იაპონიის ნაკრებების დაპირისპირება. "საკურების" გმირობის შემდეგ ამ ჯგუფში ვითარება უჩვეულოდ გაურკვეველია. არავინ იცის, იქ ვინ ფავორიტია და ვინ აუტსაიდერი.

ჩვენს ჯგუფში ნამიბიის ეროვნული გუნდი ახალი ზელანდიის ნაკრებს ზეგ ეთამაშება და, ცხადია, ამ მატჩის საბოლოო შედეგი ყველასთვის ცნობილია. ხვალ კი A ჯგუფში ავსტრალია ფიჯის წინააღმდეგ ითამაშებს. "ვოლაბები" სტარტის წარმატებით აღებას შეეცდებიან.

23 სექტემბერი
საფრანგეთი-რუმინეთი
საფრანგეთი: 15. ბრაის დულინი, 14. სოფიანე გუტუნი, 13. გაელ ფიკუ, 12. ვესლი ფოფანა, 11. რემი ტალესი, 10. მორგან პარა. 1. ვინსენ დებატი, 2. დიმიტრი სჟარჟევსკი, 3. უინი ატონიო, 4. ბერნარ ლე რუ, 5. ალექსანდრ ფლანკარი, 6. 7. იანიკ ნიანგა, 8. ლუი პიკამოლი.
16. ბენიამინ კაიზერი, 17. ედი ბენ არუსი, 18. ნიკოლა მასი, 19. იოან მაესტრი, 20. დამიენ შული, 21. რორი კოკოთი, 22. ფრედერიკ მიშალაკი, 23. მატიო ბასტარო.
რუმინეთი: 15. კატალინ ფერკუ, 14. მადალინ ლემნარუ, 13. პაულა კინიკინილაუ, 12. ფლორინ ვლაიკუ, 11. ადრიან აპოსტოლი, 10. დანუც დუმბრავა, 9. ფლორინ სურუჯუ. 1. მიჰაიტა ლაზარი, 2. ოთარ ტურაშვილი, 3. პაულიკა იონი, 4. ვალენტინ პოპირლანი, 5. ჯონ ფან ჰეერდენი, 6. ვალენტინ ურსაკე, 7. ვიორელ ლუკაჩი, 8. მიჰაი მაკოვეი.
16. ანდრე რადოი, 17. ანდრეი ურსაკე, 18. ჰორატიუ პუნეგა, 19. ოვიდიუ ტონიცა, 20. სტელიან ბურეა, 21. ვალენტინ კალაფეტეანუ, 22. იონუც ბოტეზატუ, 23. ჩაბა გალი.

იაპონია-შოტლანდია
იაპონია: 15. აუიმუ გორომარუ, 14. კოტარო მაცუშიმა, 13. მალე საუ, 12. იუ ტამურა, 11. კენეკი ფუკუოკა, 10. ჰარიმიჩი ტატეკავა, 9. ფუმიაკი ტანაკა. 1. კეიტა ინაგაკი, 2. შოთა ჰორი, 3. ჰიროში იამაშიტა, 4. ლუკ თომპსონი, 5. ჯასტინ ივესი, 6. მაიკლ ლიტჩი, 7. მაიკლ ბროდჰორსტი, 8. ამანაკი მაფი.
16. ტაკეში კაზუ, 17. მასტაკა მიკამი, 18. კენსუკე ჰატაკეიამა, 19. შინია მაკაბე, 20. შოჯი იტო, 21. ჰენდრიკ ტუი, 22. აცუში ჰივასა, 23. კარნე ჰესკეჩი.
შოტლანდია: 15. სტიუარტ ჰოგი, 14. ტომი სეიმური, 13. მარკ ბენეტი, 12. მეთ სკოტი, 11. შონ ლამონტი, 10. ფინ რასელი, 9. გრეიგ ლაიდლოუ. 1. ალასდაირ დიკინსონი, 2. როს ფორდი, 3. ვი პი ნილი, 4. გრანტ გილჩრისტი, 5. ჯონი გრეი, 6. რაიან ვილსონი, 7. ჯონ ჰარდი, 8. დევიდ დენტონი.
16. ფრეზერ ბრაუნი, 17, რაიან გრანტი, 18. ჯონ ველში, 19. რიჩი გრეი, 20. ჯოშ სტრაუსი, 21. ჰენრი პირგოსი, 22. პიტერ ჰორნი, 23. შონ მეთლენდი.

ავსტრალია-ფიჯი
ავსტრალია: 15. ისრაელ ფოლაუ, 14. ადამ ეშლი-კუპერი, 13. ტევიტა კურიდრანი, 12. მეთ გიტო, 11. რობ ჰორნი, 10. ბერნარ ფოლი, 9. ვილი გენია. 1. სკოტ სიო, 2. სტივენ მური, 3. სეკოპე კეპუ, 4. კენი დაგლასი, 5. რობ საიმონსი, 6. სკოტ ფერდი, 7. მაიკ ჰუპერი, 8. დევიდ პოკოქი.
16. ტატაფუ პოლოტა-ნაუ, 17. ჯეიმზ სლიპერი, 18. გრეგ ჰოლმსი, 19. ვილ სკელტონი, 20. დენ მამი, 21. ნიკ ფიპსი, 22. მეთ ტოომუა, 23. კარტლი ბილი.
ფიჯი: 15. მატუისელა ტალებულა, 14. ვაისეა ნაიაკალევუ, 13. ვერენიკი გონევა, 12. გაბრიელე ლოვობალაუ, 11. ნამანი ნადოლო, 10. ბენ ვოლავოლა, 9. ნიკოლა მატავალუ. 1. კამპესე მააფუ, 2. ტუაპატი ტალემაიტოგა, 3. მანასა საულო, 4. ტევიტა კავუბატი, 5. ლეონე ნაკარავა, 6. პეცელი იატო, 7. აკაპუსი ქერა, 8. ნატანი ტალეი.
16. ვილიამე ვეიკოსო, 17. პენი რავაი, 18. ისეი კოლატი, 19. ნემია სოკეტა, 20. მალაკაი რავულო, 21. ნემია კენატალე, 22. ჯოშ მატავესი, 23. ასელი ტიკოიროტუმა.

ბესიკ ჯანგავაძე გლოსტერიდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
საქართველოს თამაშიროდისააა
dito
23 სექტემბერი 2015 09:32
0
ძალიან კარგი სტატიაა. ინფორმაციული და სასარგებლო.მეტი დრო დაუთმეთ რაგბს. აღარ გვაინტერესებს ფეხბურთი
შოთა
22 სექტემბერი 2015 23:55
0
პირვეიი ტაიმი ტუ გავზელიტ არგენტინა დაიგლება
შოთა გუგეშაშვილი
22 სექტემბერი 2015 17:23
0
ვინ იცის სასცაული მოხდა და არგენტინაც დავამარცხეთ, ხალხი გაგიზდება სიხარულით
Unknown
22 სექტემბერი 2015 13:51
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული