მისი თქმით, საქართველოს ნაკრები რაც შეიძლება მეტჯერ უნდა შეხვდეს პირველი დონის ქვეყნებს და საჭიროა, მსოფლიოს თასზე მონაწილე გუნდების რაოდენობა 24-მდე გაიზარდოს.
"გიგანტი მამუკა გორგოძის წინამძღოლობით და ახალზელანდიელი მწვრთნელის, მილტონ ჰეიგის ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს თასზე წარუშლელი კვალი დატოვა. ამ გუნდმა ჯგუფში ორი მატჩი მოიგო და 2019 წლის მსოფლიოს თასზე თამაშის უფლება კვალიფიკაციის გავლის გარეშე მოიპოვა.
ვფიქრობ, უკვე დროა, საქართველოს ნაკრებს უმაღლეს დონეზე გაცილებით ხშირად თამაშის
ახლახან საქართველოს ნაკრების ცხრა ნომერი ვასილ ლობჟანიძე სპეციალური პრიზის, წლის აღმოჩენის ნომინანტთა შორის მოხვდა. ეს ქართული რაგბის კიდევ ერთი აღიარებაა.
პირველ და მეორე დონის ქვეყნებს შორის სხვაობა სულ უფრო მცირდება. ჩვენ მარტო საქართველოსა და რუმინეთის შესახებ არ უნდა ვილაპარაკოთ. რუსეთი და გერმანია დიდი და შესანიშნავი ბაზარია კომერციული თვალსაზრისით. ასევე საინტერესოა ესპანეთი და პორტუგალია, რომლებიც რეგულარულად ეთამაშებიან საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს.
ვფიქრობ, რომ მსოფლიოს თასზე გუნდების რაოდენობა 24-მდე უნდა გაიზარდოს. შესაძლოა, ეს 2019 წლისთვის არ მოხერხდეს, მაგრამ მომდევნო მსოფლიოს თასის გათამაშებაში ასპარეზობის საშუალება მეტ ქვეყანას უნდა მიეცეს. ეს რაგბის საყოველთაოდ განვითარებას სერიოზულ სტიმულს მისცემს.
სხვა თემაა ექვსი ერი. ეს ძალიან ფაქიზი თემაა, რადგან ექვსი ერის გათამაშება კომერციული ტურნირია. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ ის დახურული სტრუქტურა არ უნდა იყოს და მისი ფორმატის შესაცვლელად ღია დისკუსია უნდა დაიწყოს. ეს აუცილებელია ევროპაში რაგბის განვითარებისთვის", - თქვა ოქტავიან მორარიუმ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"